მოგესალმებათ საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობის საქართველოს სექცია!

საახალწლო მივესალმოთ ყველა თანამებრძოლებს

მთელს მსოფლიოში!

მე -12

წლისთავი

კომუნისტური საერთაშორისო

(სტალინისტური - ხოჯაიზმი)

31 დეკემბერი, 2000

31 დეკემბერი, 2000

12 წლის - 5 პედაგოგებს მარქსიზმ-ლენინიზმის

"გაუმარჯოს მსოფლიოს კომუნიზმი!"

ახალი წელი შეტყობინება

ინგლისურ ენაზე

გერმანულ ენაზე

წელს პორტუგალიის ენა
 
გაუმარჯოს 133 დაბადების ამხანაგ სტალინის

მემკვიდრეობა სტალინის უკვდავი!

სტალინგრადის ბრძოლა

ბრიტანეთის

გერმანიის

პორტუგალიის

1917 - 2012

95 წლის

გაუმარჯოს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის

სტალინის

სუაჰილის:

Maelezo

ya chama cha kikomunist

(Communist Manifesto)

K . M a r k s ,
F . E n g e l s

Tafsiri hii ya "Maelezo ya Chama cha Kikomunist"
inatokana na maandishi ya mchapo wa Kiingereza
wa 1888, uliolengenezwa na F. Engels.
Maandishi hayo yana maelezo ya F. Engels yaliyofanywa
na yeye kwa mchapo wa Kiingereza wa 1888
na mchapo wa Kijerumani wa 1890.
Mchapo huo unakusanya makala zote za ubangulizi
zilizoandikwa na waandishi wa "Maelezo” kwa
michapo yake mbalimbali.

გაუმარჯოს 104- წლისთავი ამხანაგ ენვერ

საქართველოსა და მსოფლიოს პროლეტარებო, საქართველოსა და მსოფლიო მუშათა კლასის ღირსეულო წარმომადგენლებო, გილოცავთ 16 ოქტომბერს — მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, მარქსიზმის მეხუთე კლასიკოსის, ჩვენი საყვარელი ამხანაგისა და ალბანელი ხალხის დიადი შვილის — ენვერ ხოჯას — დაბადებიდან 104-ე წლისთავს!
 www.joseph-stalin.net ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს ჩვენს თანამებრძოლებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ენვერ ხოჯას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვანილ ჭეშმარიტად პროლეტარულ რუსულ ვებ-გვერდ www.enverhoxha.ru-სა და სტალინურ-ხოჯაისტურ კომუნისტურ ინტერნაციონალს — www.comintern.sh!

ODHISE PASKALI

9 მაისი, 1945

საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობის გადაწყვეტილება საკუთარი გამომცემლობის დაარსების შესახებ

2012 წლის 5 მაისს შედგა საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობის წევრთა საერთო კრება.

კრებაზე დაისვა ერთადერთი საკითხი: საკუთარი ელექტრონული გამომცემლობის დაარსება.

მოძრაობის წევრებმა მოისმინეს ამხანაგ კობა კახიძის წინადადება.

კრებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი შემოთავაზებულ წინადადებას.

გადაწყდა, რომ გამომცემლობის ძირითადი მიზნები იქნება: საქართველოსა და მსოფლიო პროლეტარიატისთვის დიადი სოციალისტური ლიტერატურის და მსოფლიოს ხალხთა კულტურის შედევრების მიწოდება, ძირითადად თანამედროვე  ელექტრონულ ფორმატებში და მთლიანად უფასოდ.

გამომცემლობის დაარსება მიეძღვნა მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებლის –  კარლ მარქსის – დაბადებდან 194 წლის იუბილეს.

გადაწყდა, რომ გამომცემლობას ეწოდოს კარლ მარქსის სახელი.

დამტკიცდა გამომცემლობის სრული სახელი: „კომინტერნის (ს–ხ) საქართველოს სექციის – საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობის – კარლ მარქსის სახელობის გამომცემლობა“.

დამტკიცდა გამომცელობის აუცილებელი სატიტულო ფურცელი, რომელზეც გამოსახული იქნება მარქსიზმის ხუთი კლასიკოსის პორტრეტების კომინტერნისეული (ს–ხ) მწკრივი.

დამტკიცდა გამომცემლობის ლოგოტიპი – კომინტერნის (ს–ხ) ლოგოტიპზე დატანილი საქართველოს რუკის სილუეტი და წარწერა „საქართველოს სექცია“.

გამომცემლობის ხელმძღვანელობა დაევალა ამხანაგ საშა ენვერაძეს.

კრების გადაწყვეტილება ეცნობა კომინტერნის (ს–ხ) ცენტრალურ კომიტეტსა და მის ამჟამად არსებულ ყველა სექციას, გარდა ამისა, გამოქვეყნდა საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობის ხელმძღვანელი

კობა კახიძე

კარლ მარქსი

მე -5 მაისი 1818

194 წლის

* * *

Решение Сталинско-Ходжаистского Движения Грузии об основании собственного издательства

5 Мая 2012 года состоялось общее собрание членов Грузинского Сталинско-Ходжаистского движения.

На собрании был поставлен единственный вопрос: основание собственного издательства.

Члены движения ознакомились с предложением товарища Кобы Кахидзе.

Собрание единогласно поддержало внесенное предложение.

Было решено, что главными целями издательства будут: обеспечение пролетариата Грузии и всего мира великой социалистической литературой, а также другими шедеврами народов мира, преимущественно в электронных форматах и полностью бесплатно.

Основание издательства было приурочено к 194-й годовщине основателя научного коммунизма – Карла Маркса.

Было решено назвать издательство именем Карла Маркса.

Была утверждена полное имя издательства: «Издательство имени Карла Маркса грузинской секции Коминтерна (с-х) – Сталинско-Ходжаистского движения Грузии».

Был утвержден обязательный титульный лист издательства, на которой будет изображен Коминтерновский (с-х) ряд изображений пяти классиков Марксизма.

Был утвержден логотип издательства – изображение Коминтерна (с-х) с нанесением на него карты Грузии и надписи «Грузинская секция».

Руководство издательством было поручено товарищу Саше Енверадзе.

О решение общего собрания было сообщено центральному комитету Коминтерна (с-х) и всем его существующим секциям, кроме того, данное решение было опубликовано на веб-сайте Сталинско-Ходжаистского движения Грузии.

Руководитель Сталинско-Ходжаистского    движения Грузии

Коба Кахидзе

* * *

განთავსებულია: 30-04-2012

საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობის 2012 წლის საპირველმაისო მიმართვა საქართველოს პროლეტარიატს

 (ნაწილი 1)

გაუმარჯოს მუშათა კლასის ბრძოლისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს!

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ერთ–ერთმა პროიმპერიალისტურმა ტელევიზიამ („რუსთავი–2“) მშრომელთა საპირველმაისო დღესასწაულს „დასაქმებულთა საერთაშორისო დღე“ უწოდა.
რას უნდა ნიშნავდეს მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის ეგზომ უსირცხვილო დამახინჯება? ნუთუ მარტოოდენ „რუსთავი–2“–ის ზოგიერთი გაუნათლებელი ჟურნალისტის კერძო შეცდომას? ან იქნებ მათ უბრალოდ დაავიწყდათ ამ უდიდესი დღესასწაულის ნამდვილი სახელწოდება? ნუთუ მათ სათაყვანებელ ამერიკაში დაარსებული დღესასწაულის შესახებ მართლა არაფერი იციან?

შეიძლება ასეც იყოს!

თუმცა ეს დღე შავ დღედ უთენდებათ მათ მდიდარ მეპატრონეებს, რომელბთანაც ისინი სწორედ რომ
„დასაქმებულები“ არიან! ეგაა მხოლოდ, რომ ამ „დასაქმებულებს“ ეკონომიკის ენაზე „პროლეტარები“ ეწოდებათ. ამ ორ ტერმინს შორის კი ვეებერთელა განსხვავებაა.

როდესაც ეს ჟურნალისტები ზემოხსენებულ განცხადებას აკეთებდნენ (წარმოგვიდგენია, რაოდენ ბევრი იფიქრეს სინამდვილის აგრერიგად დასამახინჯებლად), მსმენელს უნდა ეფიქრა, რომ ეს „დასაქმებულები“ სწორედ თავიანთ „დასაქმებულობას“ ზეიმობდნენ, ანუ იმას, რომ, მაგალითად, „რუსთავი–2“–ის მდიდარმა მეპატრონეებმა „დაასაქმეს“ თავად ეს ჟურნალისტები, და ა.შ.
არადა თავად ამ ჟურნალისტებმა თავისი თავი თვითონვე გასცეს, როდესაც ეს განცხადება გააკეთეს არა სიხარულით, არა გულწრფელი გამომეტყველებით, რაც სრულიად ბუნებრივი იქნებოდა — განა თვითონაც „დასაქმებულები“ არ არიან და ამით თავსაც არ იწონებენ საზოგადოების წინაშე? — არამედ არაფრისმთქმელი გამომეტყელებით, ერთგვარი სინანულითა და ირონიითაც კი.
აი ეს კი ნამდვილად საკვირველი იყო! ამ მამაცხონებულებს თუ ის უხარიათ, რომ „დასაქმებულები“ არიან და თავიანთ მეპატრონეებს ყოველდღიურად ამდიდრებენ, მაშინ რატომ ჩამოსტიროდათ ცხვირ–პირი და რატომ უთამაშებდათ სახეზე დამცინავი ღიმილი?

1 მაისის მშრომელთა უდიდესი დღესასწაულისთვის „დასაქმებულთა დღესასწაულის“ დარქმევით ბურჟუაზიამ ხაზი გაუსვა, რომ თითქოს ეს „დასაქმებულები“ იმას ზეიმობენ, რომ ნაციონალურმა ბურჟუაზიამ და მსოფლიო იმპერიალიზმის მიერ საქართველოში მოვლენილმა მსხვილმა კორპორაციებმა ისინი თავიანთ საკუთრებაში მყოფ საწარმოებში „დაასაქმეს“, ანუ დაიქირავეს, ანუ პროლეტარებად აქციეს და ამით „გადაარჩინეს“ უმუშევრობისაგან და შიმშილით სიკვდილისგან! ჰოდა აბა მეტი რაღა უნდა უნდოდეს საქართველოს მუშათა კლასს, თავად „რუსთავი–2“–ის ჟურნალისტების ჩათვლით! განა თვეში 200 ან 300 დოლარი საკმარისი არაა, რომ იზეიმო და შენი წვლილი შეიტანო შენივე ახალი ბატონის გამდიდრების საპატიო საქმეში? განა არ უნდა გიხაროდეს, რომ ამ ახალმა ბატონებმა, რომლებიც საკუთარ თავს „ბიზნესმენებს“ უწოდებენ — საშუალება მოგცეს, თავი დაგეღწია უმუშევრობის ტრაგედიისგან?! მერე რა, რომ უმუშევრობა და მუშათა კლასის მარადიული გაჭირვება სწორედ კაპიტალიზმის პირმშო და მისი მარად განუყრელი ნაწილია! მერე რა, რომ თქვენთვის თვეში 300 დოლარის გადმოგდების შემდეგ პირდაპირ და არაპირდაპირ ბეგარებს საათობრივად გაგიზრდიან! მერე რა, რომ გადის წლები, გადის თქვენი ცხოვრება და, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყველაფერი თქვენი ხელებით, თქვენი შრომით, თქვენი ოფლითა და თქვენი დაუნდობელი ექსპლოატაციით იქმნება, თქვენ არაფერი არ გეკუთვნით, თქვენ მაინც ხელფასიდან ხელფასამდე მიგაქვთ თქვენი პრობლემები... ამ უკანასკნელებს კი დასასრული არასდროს უჩანს! პირიქით: პრობლემები დღითიდღე გეზრდებათ! არადა ყოველ დილით უცქერთ ტელევიზორებში ბურჟუაზიის მიერ სპეციალურად გაწვრთნილ სახეებს, თქვენი გაჭირვებული ცხოვრების „გამაუმჯობესებლებს“ (ე.წ. „რეფორმატორებს“), უცხოეთის მდიდრულ უნივერსიტეტებში განსწავლულ „ერის გადამრჩენებს“...

თუმცა:

ეს ბატონები 1 მაისს მაინც შიშითა და ცუდი წინათგრძნობებით ხვდებიან! მათ მიერ ხალხის გონების ასარევად მოვლენილი ცრუმეცნიერები დ ვარსკვლავთმრიცხველები 1 მაისს მათ ურჩევენ, ქუჩებში საერთოდ არ გამოვიდნენ, ისხდნენ თავიანთ მდიდრულ აგარაკებზე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუნძულებზე, შავად დაბურონ თავიანთი მდიდრული ავტომობილების ფანჯრები, რათა მათი მახინჯი სახეები პროლეტარებმა არ დაინახონ, და თავადაც არ უცქირონ თავიანთივე „დასაქმებულ“ და „გაბედნიერებულ“ პროლეტარებს... და გაიხარონ, და განაგრძონ თავიანთი უდარდელი და პარაზიტული ცხოვრება მუშათა კლასის კისერზე მანამ, სანამ ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ არ გაერთიანდება კაპიტალიზმის დასამხობად და მის შესაცვლელად სოციალიზმით, სანამ არ გაერთიანდება პროლეტარიატის დიქტატურის დასამყარებლად, თანაც არა უბრალოდ ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში, რაც ეს ერთხელ უკვე წარმატებით გააკეთა, არამედ მთელ მსოფლიოში!

ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენო ძვირფასო მუშებო და მოსამსახურეებო, ჩვენო ძვირფასო ჯარისკაცებო, ჩვენო დებო და ძმებო –

დღეს 1 მაისია!

დღეს მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობისა და ბრძოლის დღეა!
და ეს დიადი დღე სწორედ იმ ქვეყნის პროლეტარიატმა დააარსა, რომლისკენაც გახედვას ასე თავგამოდებით მოგვიწოდებენ ჩვენი ამჟამინდელი ნეოკოლონიური მთავრობის წარმომადგენლები და მათი დაქირავებული ლაქიები.

კი, ბატონებო!

ჩვენც ვიხედებით ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, ოღონდ, თქვენგან განსხვავებით, ვიხედებით ამერიკელი მუშათა კლასისკენ და მის მიერ დაარსებული 1 მაისის დღესასწაულისკენ! ვიხედებით აშშ–ის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისკენ, იმიტომ რომ ჩვენ სიტყვა „დემოკრატია“ გვესმის, როგორც მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მისწრაფებებისადმი მისი უმცირესი ნაწილის მისწრაფებების დამორჩილება.

და არა პირიქით!

ანუ: ჩვენ მეტობისტები ვართ!

ეგაა მხოლოდ, რომ „მეტობისტების“ ისტორიული სახელი მსოფლიოში რუსეთის დიადმა პროლეტარიატმა დაამკვიდრა და რუსული ენიდან შეიტანა ტერმინი „ბოლშევიკობა“.

ანუ: ჩვენ ბოლშევიკები ვართ!

მაშ ვინ ხართ თქვენ?

თქვენ ხართ ყოველივე ამის საპირისპირონი (და ამით თავსაც კი ხშირად იწონებთ ხოლმე!), ხართ „მენშევიკები“, ანუ მოსახლეობის უმცირესი ნაწილის — ბურჟუაზიის — მისწრაფებებისა და ინტერესების გამომხატველნი!

ანუ: ჩვენ ვართ „ბოლშევიკები“, თქვენ კი — „მენშევიკები“!

არადა თქვენ ამავე დროს თავი „ნაციონალისტებადაც“ მოგაქვთ და ხალხის დასანახავად ქართულ ენაზეც საუბრობთ (თუმცა ამას საკმაო სინანულითა და სასაცილო შეცდომებით აკეთებთ ხოლმე, რის გამოც თქვენს ქართულს კარგა ხანია დასცინის ქართველი ხალხი!), ამიტომაც ჩვენს ზემოთ ნათქვამს ქართულადაც გადმოგითარგმნით:

ჩვენ „მეტობისტები“ ვართ, თქვენ კი — „ნაკლებობისტები“!

ჩვენთვის 1 მაისის უდიდესი დღესასწაულია, თქვენთვის კი — უდიდესი შიშის დღე!

2012 წელს ამ დღესასწაულს საქართველოს პროლეტარიატი ბურჟუაზიის დაუნდობელი დიქტატურის პირობებში, ყველაზე უფრო შავი რეაქციის პირობებში ხვდება. სწორედ ამის გამო დღესდღეობით ეს დღესასწაული მისთვის ნამდვილი ბრძოლის დღედაა გადაქცეული, იმ ისტორიული ბრძოლის დღედ, რომელიც მან საკუთარი ოფლითა და სისხლით უნდა მიიყვანოს მსოფლიო კაპიტალიზმზე თავის ისტორიულ გამარჯვებამდე! და ამ ბრძოლაში მის გვერდით მთელი მსოფლიოს პროლეტარიატია! ამ ბრძოლაში საქართველოს პროლეტარიატიც მთელი მსოფლიოს გვერდითაა! საქართველოს პროლეტარიატი მთელი მსოფლიოს პროლეტარიატის ერთ–ერთი ღირსეული და განუყოფელი ნაწილია! და საქართველოს პროლეტარიატი არასდროს უღალატებს მსოფლიო პროლეტარიატს ამ ისტორიულ და მეტად საპატიო ბრძოლაში! გარდა ამისა, საქართველოს პროლეტარიატს ერთი წუთითაც არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ მას არც მსოფლიო პროლეტარიატი უღალატებს, რამეთუ მათ ერთი და იგივე დიადი მიზანი ამოძრავებს — მსოფლიო კაპიტალიზმის ერთხელ და სამუდამოდ განადგურება და მსოფლიო სოციალიზმის მშენებლობის დაწყება!

2012 წლის 1 მაისს საქართველოს პროლეტარიატი კარგად ხედავს იმ შედეგებს, ბურჟუაზიის იმ „წარმატებებს“, რომლებიც მას ყოველდღიურად უამრავი სისხლის ფასად უჯდება.

მხოლოდ ზოგიერთ მათგანს ჩამოვთვლით: სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების იმპორტის კატასტროფული ზრდა და მათი ყოველდღიური გაძვირება, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების გაუთავებელი ზრდა, ადგილობრივ პროდუქტებზე იაფი საექსპორტო ფასები და ამ ფასების კლების ტენდენცია, საქართველოს გადაქცევა წმინდა წყლის კომპრადორულ სახელმწიფოდ, მოსახლეობის რაოდენობის კატასტროფული კლება ბუნებრივი შემცირებისა და ვეებერთელა მასშტაბის ემიგრაციის შედეგად, სარწმუნო ეკონომიკურ–დემოგრაფიული სტატისტიკის არარსებობა, ნეოკოლონიური მთავრობის თანდათანობითი ფაშიზაცია, განათლების სისტემის ილუზორული „გაუმჯობესება“, ჯანდაცვის ხარჯების კატასტროფული მატება და მისი ხარისხის შემცირება, განათლების მიღების კატასტროფული გაძვირება, არაპირდაპირი ბეგარების (დრაკონული ფასები საწვავზე და ელექტროენერგიაზე, ადგილობრივი და უცხოური მონოპოლიების უკონტროლო თარეში ფასწარმოქმნის სფეროში, საეკლესიო ხარჯები...) გამალებული ზრდა, საკვები პროდუქტების ხარისხის წარმოუდგენლად გაუარესება და ამით გამოწვეული გარდაუვალი შედეგები — ავთვისებიანი სიმვისნეებისა და ალერგიული დაავადებების 500-800%–ით გაზრდა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საშინელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებების ზრდა, თვითმკვლელობების წარმოუდგენლად გახშირება, ნაციონალ–შოვინიზმის გაღვივება და... ამ ყველაფერის დაფარვა–დამალვა ლამაზი და ბრჭყვიალა ბურჟუაზიული ფასადით, ბურჟუაზიული იდეოლოგიით, მოსახლეობისთვის ილუზორული იმედების მიცემა, ადგილობრივი და უცხოელი კაპიტალისტების მიერ მითვისებული და დაკანონებული კერძო საკუთრების გასაღება საქართველოს სიმდიდრედ, ნაციონალური ბურჟუაზიისა და უცხოელი კოლონიზატორების მიზნების გასაღება საქართველოს მთელი მოსახლეობის მიზნებად, საქართველოს წიაღისეული სიმდიდრეებისა და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეების მიყიდვა იმპერიალისტებისთვის, ჩინოვნიკების აბსურდულად მაღალი ხელფასები პროლეტარიატის ხელფასებთან შედარებით, სახელმწიფო მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო რესურსების პირადი მიზნებისთვის მოხმარება და ა.შ... და ამ სიის გაგრძელებას საქართველოს მუშათა კლასის ნებისმიერი წარმომადგენელი ადვილად მოახერხებს...

აქ აუცილებლად უნდა შევჩერდეთ ბურჟუაზიული იდეოლოგიის ერთ–ერთ უმთავრეს შემადგენელ ნაწილზე — ბურჟუაზიულ ნაციონალიზმზე, ვინაიდან ამ უკანასკნელმა საქართველოს უკვე მოუტანა განსაკუთრებით სავალალო შედეგები!

საქართველოში დარჩენილ პროლეტარიატს ბურჟუაზიამ და იმპერიალისტებმა ნაციონალიზმისა და ლიბერალიზმის კარგად გამოცდილი ტყვიები დაუშინეს! მათ მოახერხეს ის, რომ საქართველოში დარჩენილი პროლეტარიატის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობიერების მნიშვნელოვანწილად ბურჟუაზიულად გადაქცევა, მაშინ როცა ამ უკანასკნელთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მთლიანად პროლეტარულია.

ჩვენი მოძრაობა ამ ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს პროლეტარულ ინტერნაციონალიზმს დაუპირისპირებს!

ზვიად გამსახურდიას ახლადგამომცხვარი ბურჟუაზიული მთავრობის მიერ თითქმის შოვინიზმამდე აყვანილ ნაციონალიზმს დამსახურებული ზიზღით უპასუხეს საქართველოში ოდითგანვე მცხოვრებმა ნაციონალურმა უმცირესობებმა, პირველ რიგში კი მოძმე აფხაზურმა და ოსურმა ეთნიკურმა ჯგუფებმა.

ამით ოსტატურად ისარგებლეს რუსეთის ნაციონალ–შოვინისტემა და ხრუშჩოველმა იმპერიალისტებმა (გორბაჩოვის, ელცინის, შევარდნაძის, პუტინისა და მისთანების ხელმძღვანელობით) და ოსურ და აფხაზურ ეთნიკურ ჯგუფებში პროვინციული ნაციონალიზმი გააღვივეს, უბიძგეს მათ აგრესიული სეპარატიზმისკენ, ფიზიკურად გაანადგურეს მათი პროგრესული წარმომადგენლები და 1990–იანი წლებისთვის შემორჩენილი ჭეშმარიტი კომუნისტები, 2008 წელს მოახდინეს საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია, ეროვნებით ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და გენოციდი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთის ყოფილ ავტონომიურ რესპუბლიკაში და ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში დარჩენილი მოსახლეობა კი თანამედროვე რუსული იმპერიალიზმის ფაქტობრივ მძევლებად აქციეს! მოსალოდნელია, რომ მათ უახლოეს მომავალში აიძულებენ „დიდ რუსეთთან“ შეერთებას, ანუ ფაქტობრივ ასიმილაციას. მათი საერთო რიცხვი ხომ კატასტროფულად მცირე 150000–მდეა დასული!

საქართველოს სტალნიურ–ხოჯაისტური მოძრაობა მოუწოდებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარჩენილ პროლეტარიატს, შეძლებისდაგვარად თვალი ადევნონ ჩვენი მოძრაობის განვითარებას, სტალინურ–ხოჯაისტური კომინტერნის საქმიანობას, გაიხსენონ თავიანთი წინაპრების საპატიო წვლილი დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციაში დიადი ლენინისა და სტალინის ხელმძღვანელობით, გაიხსენონ, თუ რა სახელი დაარქვა სამხრეთ ოსეთის პროლეტარიატმა თავის საკუთარ დედაქალაქს დიად სოციალისტურ ეპოქაში (ქალაქი „სტალინირი“), დაგვიკავშირდნენ და გაერთიანდნენ ჩვენს მოძრაობაში, რათა ერთად ვაწარმოოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნიდან ამერიკელი, რუსი და ჩინელი იმპერიალისტების ერთხელ და სამუდამოდ გასაძევებლად, ჩვენს მიერ დაკარგული სოციალიზმის დიადი მონაპოვრების უკან დასაბრუნებლად.

ქართველებო, აფხაზებო, ოსებო და საქართველოში მცხოვრებო მუშა–მოსამსახურეებო და ჯარისკაცებო — გავერთიანდეთ საერთო ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩვენი საერთო ფაშისტურ–იმპერიალისტური მტრის გასანადგურებლად!

ჩვენო საყვარელო აფხაზო და ოსო მუშებო და გლეხებო, ჯარისკაცებო, აფხაზო და ოსო პროლეტარებო! ქართველ პროლეტარიატს თქვენთან გასაყოფი არაფერი არა აქვს! ვერავითარი ბურჟუაზიული ნაციონალიზმი და მათი პოლიტიკური დოქტრინები ვერ მოახერხებენ თქვენსა და ქართველ ერს შორის ისტორიული ნდობის აღდგენას! რუსი იმპერიალისტების ხელში კი თქვენ უბრალოდ გაქრობა გემუქრებათ კაცობრიობის ისტორიიდან! მეტიც: ანგლო–ამერიკელი, რუსი და ჩინელი იმპერიალისტების ხელში ჩვენ — ქართველებიც — რომლებიც თქვენზე რაოდენობით 30–ჯერ მეტნი ვართ, ვმცირდებით და ისტორიული გადაშენების გზაზე ვდგავართ! იმპერიალისტების ხელში ისტორიაში არც ერთი პატარა ერი და, მით უმეტეს, ეთნიკური ჯგუფი, არ აყვავებულა! პატარა ერები და ეთნიკური ჯგუფები მხოლოდ ჭეშმარიტი სოციალიზმის პირობებში აყვავდნენ, განავითარეს თავიანთი კულტურა და გაიუმჯობესეს დემოგრაფიული მდგომარეობა! ნუ აჰყვებით თქვენს ნაციონალ–შოვინისტ ცრუ ლიდერებს და მათ ფსევდოპატრიოტულ მოწოდებებს! მათ მხოლოდ ფულის მოხვეჭა ამოძრავებთ! ისინი თქვენ სათამაშოებად და საზარბაზნე ხორცად გაქცევენ იმპერიალისტთა ხელში! გამომოძებნეთ ყველა გზა, რათა განაგრძოთ და ახალ სიმაღლეზე აიყვანოთ თქვენი დიადი რევოლუციონერების მიერ გაკვალული სოციალისტური გზა! გვერწმუნეთ, რომ სხვა საფუძველი ჩვენივე ბურჟუაზიისა და მსოფლიო იმპერიალისტების მიერ ჩვენთვის ძალით თავსმოხვეული ნაციონალ–შოვინისტური და ძმათამკვლელი ომის შესაწყვეტად არ არსებობს! ჩვენ, ქართველებს, გვიყვარს დიადი რუსი პროლეტარიატი, მაგრამ გვძულს რუსი კაპიტალისტები და იმპერიალისტები, გვიყვარს გერმანული პროლეტარიატი, მაგრამ გვძულს გერმანული ფაშიზმი! გვიყვარს კიროვი და ტელმანი, მაგრამ გვძულს პუტინი და ჰებელსი! ჩვენ გვიყვარს მსოფლიო პროლეტარიატი და გვძულს მსოფლიო ბურჟუაზია! გვიყვარს ჩვენი კლასი და გვძულს ჩვენი კლასობრივი მტერი! გვიყვარს ჩვენი, კომუნისტური, ბელადები — ჩვენი დიადი მასწავლებლები, მარქსიზმის ხუთი კლასიკოსი — კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი, ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი და ენვერ ხოჯა — და გვძულს ისინი, რომლებიც ათასგვარი ინსინუაციით ცდილობენ მათი უმწიკვლო სახელებისა და დიადი ისტორიული საქმეების დამცირებას! ამით ისინი თქვენ გებრძვიან, ამით ისინი საკუთარ ეკონომიკურ ბატონობას იხანგრძლივებენ! თქვენს საყვარელ ბელადებზე ათასობით ჭორს, ტყუილს და ცილისწამებას იგონებს თქვენი კლასობრივი მტერი, ისინი, ვინც სახელგანთქმულია თავისი უტვინობით, გაუმაძღრობით, დანაშაულებებითა და ამორალურობით, ისინი, ვინც აფინანსებენ ვაი–ისტორიკოსებს, ვაი–მწერლებსა და ამ ბოლო დროს აგრერიგად მომრავლებულ ათასი ჯურის ბურჟუაზიულ „ექსპერტებს“, რათა ამ უკანასკნელებმა 30 ვერცხლის საფასურად უღალატონ საკუთარ ხალხს და თავისივე ათასობით მონაჭორი და მონაჩმახი „უტყუარ ისტორიულ ფაქტებად“ გაასაღონ!

განთავსებულია: 04-05-2012

საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობის 2012 წლის საპირველმაისო მიმართვა საქართველოს პროლეტარიატს

 (ნაწილი 2)

საქართველო მარქსიზმის მეოთხე კლასიკოსის, დიადი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის, ისტორიული სამშობლოა. სწორედ ამიტომ სარგებლობს იგი მსოფლიო პროლეტარიატის განსაკუთრებული სიყვარულით, და სწორედ ამიტომ სძულს საქართველოს პროლეტარიატი მსოფლიო ბურჟუაზიას. სწორედ ამიტომ გამოხატა მსოფლიო ბურჟუაზიამ ეს სიძულვილი ყველაზე უფრო დაუნდობელი ფორმით და... მოახდინა საქართველოს პროლეტარიატის უმეტესი ნაწილის ექსპროპრიაცია! 1990 წელს არსებული საქართველოს 2–მილიონიანი პროლეტარიატისგან დღესდღეობით საქართველოში დარჩენილია მხოლოდ მისი მესამედი! საქართველოს პროლეტარიატის ამ ექსპროპრიაციაში მეტად საყურადღება ის, რომ ეს პროცესი შეეხო ძირითადად სამრეწველო პროლეტარიატს, თითქმის 1,2 მილიონ მუშას, რომლებსაც 1990–იან წლებში ჩამოართვეს და ჯართში ჩააბარეს საქართველოში სოციალიზმის პერიოდში აშენებული 900–მდე საშუალო და მსხვილი ქარხანა, მათ თითქმის მთლიანად აჰყარეს შრომის უფლება და, აქედან გამომდინარე, მრავალი სხვა უფლებაც, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ, ემიგრაციაში წასულიყვნენ და ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული უუფლებო ემიგრანტი მუშების მრავალმილიონიანი არმიის რიგები შეევსოთ და საკუთარ თავზე გამოეცადათ გაუცხოებისა და კოსმოპოლიტიზმის ყველა სიკეთე... მათ მოახდინეს საქართველოს დეინდუსტრიალიზაცია, რომელსაც საფუძველი 1920–იან წლებში ჩაეყარა ლენინისა და სტალინის ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობით! აი, რატომ გამოირჩევა საქართველოს ამჟამინდელი ნეოკოლონიურ–ბურჟუაზიული მთავრობა განსაკუთრებული ანტიკომუნიზმით და მისი ყველაზე ექსტრემისტული ფორმით — ანტისტალინიზმით, რითაც ისინი პირნათლად აგრძელებენ თავიანთი იდეური წინაპრის — ნიკიტა ხროშჩოვისა — და მისი რევიზიონისტულ–კონტრრევოლუციური ხროვის მიერ დაწყებულ ანტიპროლეტარულ და ანტიხალხურ ბინძურ საქმიანობას!

კაპიტალისტური კრიზისების შედეგად მხოლოდ პროლეტარიატი და ხალხთა ფართო მასები ღარიბდებიან. მსხვილი კაპიტალისტები კი კიდევ უფრო მდიდრდებიან. აქ მხოლოდ ერთ მაგალითს დავასახელებთ: 2008 წლის კრიზისამდე ცნობილ ქართველ მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს 2,6 მილიარდის ოდენობის კაპიტალი გააჩნდა, 2011 წელს კი მისი კაპიტალი 6 მილიარდამდე გაიზარდა!

სამაგიეროდ ჩვენს რეალურ ცხოვრებაში აუტანელ და დამამცირებელ პირობებში მყოფ პროლეტარიატს იმქვეყნიურ სამოთხეებს პირდებიან, ოღონდ მომსახურების ეს სახეც დღითიდღე ძვირდება და საზიზღარი ცინიზმით ივსება!

საქართველოს ბურჟუაზიული პარლამენტი სავსეა მომღერლებით, მსახიობებით, ტელეწამყვანებითა და ბიზნესმენებით, თუმცა მისი სხდომები და კანონების მიღება ძირთადად მაინც ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს ხოლმე. ეს არცაა გასაკვირი — პარლამენტართა უმეტესობა ხომ მხოლოდ საკუთარი მატერიალური კეთილდღეობისთვის ცხოვრობს და იბრძვის! არადა ამისთვის ისინი იღებენ სუპერმაღალ ხელფასებს, მარადიულ სუპერპენსიებს, სუპერძვირ ავტომობილებსა და უდიდეს ხარჯებს ამ უკანასკნელთა ექსპლოატაციისათვის! მათ მოახდინეს საქართველოს გამალებული მილიტარიზაცია, ქართველი ჯარისკაცების აქტიურად ჩართვა ანგლო–ამერიკელი იმპერიალისტების მიერ წარმოებულ თითქმის ყველა ომში, თანაც ამერიკელ ან სხვა ქვეყნის ჯარისკაზებზე 3–ჯერ დაბალი ანაზღაურებით! აი, როგორი პატრიოტები არიან ისინი!

საქარველოს პროლეტარიატს აღარც კი ენატრება სოციალისტური საზოგადოების განუყრელი ატრიბუტები — უფასო სამედიცინო მომსახურება და უფასო და საყოველთაო განათლება, მიწის რენტის გაუქმება და სახალხო მოხმარების საგნებზე ფასების ყოველწლიური კლება ხელფასების პარალელურ ზრდასთან ერთად, აგრეთვე, გარანტირებული შრომის უფლება! არადა ეს ყველაფერი ერთხელ უკვე ბრწყინვალედ განხორციელდა დიადი სოციალიზმის ეპოქაში — სტალინის ეპოქაში!  

დღეს კი საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს შრომის სამართალი, მშრომელთა უფლებები ფაქტობრივად დაუცველია, თანაც ამ საკითხს რატომღაც არც ერთი ევროპელი და ამერიკელი „ექსპერტი“ და „კონსულტანტ–დამკვირვებელი“ არ აყენებს!

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები, რომელთა დიდი ნაწილის მფლობელებიც უცხოელი იმპერალისტები არიან, დაუნდობლად ძარცვავენ საქართველოს პროლეტარიატს. თავად ევროპელებსაც კი უკვირთ ხოლმე, როდესაც იგებენ, რომ საქართველოში სამომხმარებლო სესხების ფასი წელიწადში საშუალოდ 20–24%(!!!)–ია.

საქარველოს ნეოკოლონიალისტურმა მთავრობამ უკანასკნელი 8 წლის მანძილზე მოახერხა ნეოკოლონიალისტური ჟანდარმერიის ჩამოყალილება, რომელსაც მეტსახელად „პოლიციას“ უწოდებენ! საქართველოს ხალხმა თავდაპირველად ნდობით მიიღო სახელმწიფო ძალმომრეობის ეს განუყოფელი ინსტიტუტი, თავდაპირველად მათი მესვეურებიც შენიღბულად მოქმედებდნენ სწორედ ამ ნდობის მოსაპოვებლად, და სულ რაღაც 5 წელიწადში მათ თავიანთი ნამდვილი მახინჯი სახე გამოაჩინეს! დღესდღეობით საქართველოს პოლიციის გამჭვირვალე შენობებში მრავალი ადამიანია ნაწამები და მოკლული, საქართველოს პოლიციის შიშით მოსახლეობა მობილური ტელეფონითაც კი ვეღარ ლაპარაკობს ღიად და დაუფარავად! დღესდღეობით საქარველოში ფაქტობრივად დამყარებულია ფაშისტურ–კოლონიალისტური რეჟიმი იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია შედარებით მცირერიცხოვან და პატარა ტერიტორიის მქონე ქვეყანაში, რა დოზითაც იგი ნაციონალურ ბურჟუაზიასა და მსოფლიო იმპერიალიზმს სჭირდება! და ამას აღიარებენ თავად არსებული მთავრობის მოწინააღმდეგე ნაციონალური ბურჟუაზიის წარმომადგენლებიც!

მსოფლიო ბურჟუაზია დიდი ხნის წინ გაერთიანდა. ყოფილი სსრ კავშირის მოღალატურად დაშლის შემდეგ მათ გამალებით დაიწყეს ყოფილი სსრ რესპუბლიკების გადაქცევა თავიანთ ახალ კოლონიებად. ამჟამად საქართველო მათი პირველი სრულფასოვანი კოლონიაა და ეს მათ ძალზე ძვირიც უჯდებათ, ისინი თავიანთი ახალი და სანიმუშო კოლონიის შესანარჩუნებლად უდიდეს მატერიალურ ხარჯებს სწევენ, რაც იმისთვის სჭირდებათ, რომ დანარჩენ „ურჩ“ ქვეყნებს უჩვენონ, თუ რა კარგია კოლონიად გახდომა. სწორედ ამისთვის გაუხსნა ამას წინათ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო რეჟიმი, რათა მათ აქ საკუთარი თვალით ნახონ „დასავლური ტიპის ბურჟუაზიული სამოთხე“ და თვითონაც ჩააბარონ თავიანთი ქვეყნები მსოფლიო იმპერიალისტებს!

კომინტერნი (ს–ხ) ამჟამად აყალიბებს თავის სექციებს სხვადასხვა ქვეყნებში. შეუერთდით მას, გააცანით მისი მუშაობა თქვენს უახლოეს გარემოცვას, თქვენს ამხანაგებსა და ოჯახის წევრებს! იკითხეთ დიადი სოციალისტური ლიტერატურა, რომელზეც ბურჟუაზიულ ლიბერალ–დემოკრატებს ნამდვილი დევნა აქვთ გამოცხადებული ერთადერთი მოთხოვნით: „განადგურდეს“! თუმცა მათი ეს მცდელობა უკვე დამარცხდა, რამეთუ საბჭოთა ხალხმა სათუთად შეინახა მთელი სოციალისტური ლიტერატურა და ამჟამად იგი ელექტრონულ ფორმატებში გადააქვს, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი გადახოს, თანაც მთლიანად უფასოდ! ჩვენი სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობები და მომავალი სტალინურ–ხოჯაისტური პოლიტიკური პარტიები ამ დიად და საპატიო საქმეს კიდევ უფრო მეტი შემართებით გააკეთებენ!

ჩვენ ერთად მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ვართ! ჩვენ ერთად კაცობრიობის 99% ვართ!

მაშ, გავერთიანდეთ პროლეტარული ინტერნაციონალიზმის დროშის ქვეშ!
მაშ, დავამთავროთ აგონიაში მყოფი კაპიტალიზმის უკანასკნელი დღეები მასზე ჩვენი ისტორიული გამარჯვებით! გადავიყვანოთ გაუთავებელი ომებით, გასაჭირითა და კრიზისებით დასნეულებული კაცობრიობა ახალი ისტორიულ ფორმაციაში — სოციალიზმში!
ამის ორი წარმატებული მცდელობა უკვე გვქონდა, რისთვისაც კაპიტალისტებმა ჩვენზე მწარედ იძიეს შური! მათ იმდენად გააძლიერეს თავიანთი დიქტატურა, რომ მთელი მსოფლიო სისხლისგან იცლება!
ჩვენ კი ბურჟუაზიის მსოფლიო დიქტატურას პროლეტარიატის მსოფილიო დიქტატურით შევცვლით!

სხვა გამოსავალი არ არსებობს!

საქართველოში მალე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მაინც რისთვის ემზადება ამჟამად საქართველოს პროლეტარიატი? ნუთუ იმისთვის, რომ აირჩიონ მომდევნო ბატონები ერთი მუჭა კაპიტალისტების რიცხვიდან და მათი ლაქიებიდან, რომლებიც პროლეტარიატის შემდგომ ექსპლოატაციას გააგრძელებენ და კიდევ უფრო დაუნდობელს გახდიან?! იმ ერთ მუჭა კაპიტალისტებს მთლიანად აწყობთ ასეთი ვითარება, მეტიც, ეს მათი ძირეული სასიცოცხლო ინტერესია! მაგრამ აწყობთ კი ეს მათ, ვისი ყოველდღიური ოფლითა და სისხლითაც იქმნება ამ ერთი მუჭა კაპიტალისტების კეთილდღეობა და ბატონობა?!

არა, არ აწყობთ!!!

ამიტომ: მსოფლიო ბოლშევიკური პარტიის — სტალინურ–ხოჯაისტური კომინტერნის, საქართველოს სექცია — საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური მოძრაობა — მოუწოდებს საქართველოს პროლეტარიატს, გაერთიანდეს ჩვენს რიგებში საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური ბოლშევიკური პარტიის შესაქმნელად! ისეთი პარტიის შესაქმნელად, რომელიც თითოეული პროლეტარის, გლეხისა და ჯარისკაცის დანაზოგი უკანასკნელი 1 ლარით აშენდება, მაგრამ რომლის მიმართაც თითოეულ მუშას, გლეხსა და ჯარისკაცს ის უსაზღვრო სიყვარული და ნდობა ექნება, როგორიც ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პირმშოს მიმართ! ისეთი პარტიის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს პროლეტარიატს ღირსეულად წარუძღვება წინ უკვე დაწყებულ მსოფლიო სოციალისტურ რევოლუციაში თავისი ღირსეული წვლილის შესატანად, მსოფლიო პროლეტარიატისათვის საკუთარი დიადი სოციალისტური წარსულის გამოცდილების გასაზიარებლად, და რომელიც მსოფლიო პროლეტარიატთან ერთად მსოფლიო კაპიტალიზმს საბოლოოდ გადაბუგავს! ისეთი პარტიის შესაქმნელად, რომელიც თითოეული პროლეტარის გულში დაიბადება და აღიზრდება!

ჩვენი მოძრაობა ემზადება საქართველოს სტალინურ–ხოჯაისტური ბოლშევიკური პარტიის შესაქმნელად!

ეს პარტია არ შეიქმნება იმ გზით, რომლითაც ყველა ბურჟუაზიული ტიპის პარტია იქმნება — ანუ, იგი არ შეიქმნება ბურჟუაზიის ამა თუ იმ წრეების ფულით და არ ექნება ის ძირითადი ფუნქცია, რომელიც ბურჟუაზიულ პარტიებს გააჩნიათ: პროლეტარიატის ექსპლოატაცია და საკუთარი გამდიდრება! იგი იქნება ჭეშმარიტად პროლეტარული ტიპის პარტია, რომლის უახლოესი მიზანი გახდება საქართველოში ბურჟუაზიის ამჟამინდელი დიქტატურის შეცვლა პროლეტარიატის დიქტატურით, ერთიანი მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის განხორციელების ფარგლებში! ამ მომავალი პარტიის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდების პროექტს 2013 წელს გამოვაქვეყნებთ.

საქართველოში არსებულ ამჟამინდელ ბურჟუაზიის დიქტატურას 100–ზე მეტი საკუთარი პოლიტიკური პარტია გააჩნია. ზოგიერთი მათგანი ნაციონალურ ელფერს ატარებს, ქვეყნის სათავეში კი ნეოკოლონიალისტური პარტია დგას. ანუ: იმ დროს, როცა საკუთრივ ბურჟუაზია მთელი ქვეყნის მოსახლეობის 10%–იც არაა, მას 100–ზე მეტი პოლიტიკური პარტია ემსახურება! პროლეტარიატს კი, რომელიც მთელი მოსახლეობის 90%–ზე მეტს შეადგენს, კლასობრივი ბრძოლის არც ერთი საკუთარი პოლიტიკური ინსტრუმენტი, ანუ პოლიტიკური პარტია, არ გააჩნია!

ჩვენ არ ვართ კაპიტალისტები ან მათი განებივრებული შვილები! ჩვენ ხშირად იმის საშუალებაც კი არ გაგვაჩნია, რომ ჩვენს საკუთარ შვილებს სრულფასოვანი საჭმელი მივაწოდოთ! მაგრამ ჩვენ კომუნისტები ვართ, ჩვენ სტალინისტ–ხოჯაისტები ვართ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგად გვესმის არა მარტო ის, თუ რატომ ვართ ჩვენ და პროლეტარიატის სხვა ნებისმიერი წარმომადგენელი — ანუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი — ასეთ დღეში, არამედ გვესმის ისიც, თუ რა არის ამის რეალური მიზეზი და როგორ შეიძლება ამის დამარცხება! ჩვენ მზად ვართ, საკუთარი სიცოცხლე შევწიროთ მუშათა კლასის ეკონომიკური გათავისუფლების დიად ისტორიულ საქმეს, მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების დიად ისტორიულ საქმეს!

სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ „ბოლშევიკები“ — ანუ „მეტობისტები“!
და სწორედ ამიტომ არიან ჩვენი კლასობრივი მტრები „მენშევიკები“ — ანუ „ნაკლებობისტები“!

და ჩვენს მომავალ პარტიაში გაწევრიანების ღირსი სწორედ ის ადამიანები, პროლეტარიატის ის მოწინავე და საყვარელი შვილები, გარდა ამისა კი, ჭეშმარიტი პატრიოტული გრძნობების მქონე ბურჟუაზიის ის ცალკეული წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს შეგნებულად შესწირავენ მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის განხორციელებას! ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ასეთ პარტიას შეიყვარებს საქარველოს პროლეტარიატი და მთელი მსოფლიოს პროლეტარიატი, მხოლოდ ასეთი პარტიის პულსი დაემთხვევა საქართველოს პროლეტარიატისა და მსოფლიო პროლეტარიატის პულსს. და მხოლოდ ასეთი პარტია იქნება ღირსი, ატაროს დიადი ლენინისა და სტალინის ბოლშევიკური პარტიის სამართალმემკვიდრისა და მისი დიადი საქმეების გამგრძელებლის საპატიო სახელი საქართველოში და მთელ მსოფლიოში! მხოლოდ ასეთი პარტიის წევრს შეეძლება, სიამაყით ატაროს ბოლშევიკის საპატიო სახელი, და სწორედ ასეთი პარტიით იამაყებს ჩვენი შთამომავლობა!

ჩვენი მომავალი პარტია იქნება ის პარტია, რომლის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი ექნება, ხელფასების შკალა შემცირდება იმის მიხედვით, რაც მაღალი იქნება ამა თუ იმ სახელმწიფო ან პარტიული მოხელის თანამდებობა, ყველაზე მეტი ხელფასს კი მუშები მიიღებენ! გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასები ერთმანეთისგან მაქსიმუმ 2–ჯერ იქნება განსხვავებული! და ეს მხოლოდ რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი იქნება იმ პარტიისა, რომელიც მოწოდებული იქნება დიადი ისტორიული სქამეების განსახორციელებლად, კაცობრიობის ნათელი მომავლის მყარი იდეოლოგიური  და ეკონომიკური საფუძვლების შესაქმნელად!

XX საუკუნის იმპერიალისტები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ერთი ქართველი სოფლელი ბიჭი მელიტონ ქანთარია და ერთი რუსი სოფლელი ბიჭი მიხეილ ეგოროვი მსოფლიოს ყველაზე უფრო მსხვილი კაპიტალის სამხედრო ბასტიონზე — ფაშისტური გერმანიის რაიხსტაგზე — 1945 წლის 1 მაისს გამარჯვების წითელ პროლეტარულ დროშას აღმართავდნენ!

XXI საუკუნის იმპერიალისტები კი ვერასდროს წარმოიდგენენ, რომ სწორედ ქანთარიასა და ეგოროვის მადლიერი შთამომავლები, გლობალურად გაერთიანებული მსოფლიო პროლეტარიატის ღირსეული შვილები ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიო კაპიტალიზმის რაიხსტაგზე მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების წითელ დროშას ააფრიალებენ!

მსოფლიო სოციალისტური რევოლუცია ერთადერთი გამოსავალია ექსპლოატაციიდან და ჩაგვრიდან, ფაშიზმიდან და იმპერიალისტური ომიდან!

მსოფლიო სოციალიზმის გამაჯვება მსოფლიო კაპიტალიზმზე გარდაუვალია!

საქართველოს პროლეტარიატო — შეუერთდით მსოფლიო რევოლუციურ ძალებს, რომლებიც მზად არიან ბრძოლისათვის კაპიტალიზმისგან გასათავისუფლებლად და მსოფლიო სოციალიზმის ასაშენებლად
– კომინტერნის (ს–ხ) დროშის ქვეშ!

საქართველოს მუშებო, მოსამსახურეებო და ჯარისკაცებო — დაირაზმეთ საქართველოს ნეოკოლონიური მთავრობისა და ნაციონალური ბურჟუაზიის წინააღმდეგ დიადი ბრძოლის დასაწყებად!

საქართველოს მუშებო, მოსამსახურეებო და ჯარისკაცებო — თქვენი დიადი რევოლუციური წარსული მომავალი გარდაუვალი გამარჯვების საიმედო და გამოცდილი იარაღია!

მთელი მსოფლიოს მუშებო — გაერთიანდით!
საქართველოს პროლეტარიატო — შეუერთდით მსოფლიო პროლეტარიატს!
მსოფლიო პროლეტარიატო — გააერთიანე ყველა ქვეყანა!
გაუმარჯოს მსოფლიო პროლეტარულ სოციალისტურ რევოლუციას!
გაუმარჯოს გაერთიანებულ, დამოუკიდებელ, სოციალისტურ მსოფლიოს!
გაუმარჯოს მსოფლიო კომუნიზმს!

გაუმარჯოს საერთაშორისო მუშათა კლასის ბრძოლის დღეს!

საპირველმაისო მიმართვა

22 აპრილი, 1870
საიუბილეო
ლენინის

განთავსებულია: 16-01-2012

აურზაური სალხინეთში —

ახალი — 2012 წლის — მოლოცვა კომინტერნისაგან (ს-ხ)

ძვირფასო ამხანაგებო!

კომინტერნის (ს-ხ) 11 წლის იუბილესთან და დამდეგ ახალ წელთან დაკავშირებით კომინტერნი (ს-ხ) მსოფლიოში არსებულ ყველა ამხანაგს გიგზავნით:

საბრძოლო სტალინურ-ხოჯაისტურ მოლოცვას!

ამასთან ერთად, გვსურს, მადლობა მოვუხადოთ ყველა ამხანაგს მთელ მსოფლიოში მათი მოლოცვის გამო კომუნისტური ინტერნაციონალის აღდგენიდან 11 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვსურს აგრეთვე მაბლობა მოვუხადოთ დამდეგ წელს გაწეული დახმარებისათვის კომინტერნის (ს-ხ) მშენებლობის საქმეში.

მთელ მსოფლიოში არსებულ ამხანაგებს რევოლუციურ, მებრძოლ 2012 წელ ვუსურვებთ!

კომუნისტურ ინტერნაციონალი (სტალინურ-ხოჯაისტური) ერთადერთი სოციალისტური პარტიაა, რომელმაც მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია უნდა განახორციელოს. ჩვენ ერთად შევქვმენით ჩვენი 2012 წლის საზაღხულო გეგმა და მას აუცილებლად წარმატებით განვახორციელებთ.

2012 წელს ჩვენ გავაძლიერებთ გაერთიანებულ ფრონტს მსოფლიო კაპიტალიზმის კრიზისის წინააღმდეგ და მსოფლიო სოციალიზმისთვის!

თავგამოდებული მოწოდებები, რათა მსოფლიო კრიზისს გაუმკლავდნენ კლასების შემორიგების მეშვეობით ლიბერალების, რეფორმისტების, რევიზიონისტებისა და ნეო-რევიზიონისტების მხრიდან, აქამდე არნახულ წინაამღმდეგობებს აწყდება ხალხთა ფართო მასების მხრიდან მთელ მსოფლიოში. 2012 წელს კლასობრივი ფრონტები გაერთიანდება და გაძლიერდება. ხალხთა მასები სულ უფრო და უფრო მეტად აღიერებენ, რომ ყოველი ახალი რეფორმისტური შესწორება კრიზისის აღმოსაფხვრელად ამ უკანასკნელის კიდევ უფრო გაღრმავებას გამოიწვევს. თავად მსოფლიო კრიზისი ასწავლის მასებს, რომ ბურჟუაზიული პოლიტიკური მოღვაწეების ძირითადი მიზანი მოგებისკენ გარდაუვალი სწრაფვაა, რაც ნიშნავს მასების ექსპლუატაციის კიდევ უფრო გაძლიერებასა და შევიწროებას. ამას კი გარდაუვლად მივყავართ მსოფლიო რევოლუციური სიტუაციის შექმნამდე.

ისტორიაში არასდროს არ ყოფილან ხალხთა მასები იძულებული საერთაშორისო ფინანსური კაპიტალის მიერ, რომ მათ ეტარებინათ გლობალური ვალების სიმძიმე, როგორც ეს მიმდინარე მსოფლიო კაპიტალისტური კრიზისის დროს ხდება. ეს გამოიხატება გლობალური ტანჯვის, ექსპლუატაციის, შევიწროებისა და დამონების სწრაფად გაძლიერებაში. ყველა ქვეყნის ბურჟუაზიული მთავრობები — ფინანსული კაპიტალის მსოფლიო დიქტატურის ყურმოჭრილი ინსტრუმენტები — განწირულნი არიან ჩამოშლისა და კრახისთვის. ფინანსური კაპიტალის მსოფლიო დიქტატურა არავის თავისუფლებას არ ზღუდავს, გარდა მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურის თავისუფლებისა!

2012 წელი ყველადე დაუნდობელი კლასობრივი ბრძოლის წელი იქნება ვალების ტვირთისა და ჩაგრულ და ექსპლუატირებულ კლასებზე გლობალური კრიზისის ყველა სხვა ზემოქმედების წინააღმდეგ!

არავინ და არაფერი არ აღმოფხვრის მსოფლიო კაპიტალიზმის კრიზისს — უშუალოდ ჩვენს გარდა. კაპიტალიზმის მესაფლავე მსოფლიო რევოლუციური პროლეტარიატია კომინტერნის (ს-ხ) ხელმძღვანელობით. სწორედ ჩვენი ვალია მსოფლიო პროლეტარიატისა და მსოფლიოს ხალხთა გაერთიანება, კაპიტალისტური ექსპლუატატორებისა და ჩაგვრის მათ მიერ შექმნილი გლობალური სისტემის დამხობა. ჩვენ ვიბრძვის ისეთი მსოფლიოსთვის, სადაც აღარ იქნება ვალები და კაპიტალისტური კრიზისები — ჩვენ ვიბრძვით მსოფლიო კაპიტალზე მსოფლიო შრომის გამარჯვებისთვის!

2012 წელს გლობალურ კაპიტალსა და გლობალურ შრომას შორის კლასობრივი ბრძოლის სახელოვანი წელია!

რაც უფრო ძლიერდება და ფართოვდება კაპიტალიზმის მსოფლიო კრიზისი, მით უფრო ძლიერდება და ფართოვდება მსოფლიო რევოლუცია და, აქედან გამომდინარე, მით უფრო მხეცური იქნება ბურჟუაზიის თავდასხმის ფაშისტური და სოციალ-ფაშისტური მეთოდები. მსოფლიო რევოლუციური აღმაფრენის ტემპი აჩქარდება — უკლებლივ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში — ზუსტად ისევე, როგორც აჩქარდება საერთაშორისო კონტრრევოლუცია. აქედან გამომდინარე, შეიქმნება მსოფლიო პროლეტარული ანტიფაშისტური/ანტი-სოციალ-ფაშისტური ფრონტი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის საერთაშორისო გაერთიანება გაანადგურებს და მიწიდან აღგვის საერთაშორისო ფინანსური კაპიტალის ძალაუფლებას.

2012 წელი მსოფლიო ფაშიზმთან და მსოფლიო სოციალ-ფაშიზმთან ბრძოლის წელია!

2012 წელს მსოფლიო იმპერიალისტებმა სამხედრო და პოლიტიკური მარცხები განიცადეს. ცხადია, რომ მათი სისუსტის მიზეზი ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლის გაძლიერება და გაფართოებაა. კაპიტალისტურ-რევოზიონისტული სამყაროს კრიზისის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა — განსაკუთრებით, არაბულ ქვეყნებში დაწყებული რევოლუციების სახით — გაგრძელდება და გაძლიერდება. მზარდი ანტიიმპერიალისტური ბრძოლა მსოფლიოს ხალხებს გლობალურად გააერთიანებს.

2012 წელი ხაოხთა დიდი ანტიიმპერიალისტური განმათავისუფლებელი ბძროლის გაერთიანების წელია!

ამავე დროს, 2012 წლის პოლიტიკური კრიზისი გააღრმავებს წინააღმდეგობებს მსოფლიო იმპერიალიზმის ცალკეულ სუბიექტებს შორის. მოგებისკენ სწრაფვა შეუძლებელს ხდის კრიზიმთან გამკლავების ყოველ ორმხრივ მცდელობას. ბრძოლა მსოფლიო გადანაწილებისთვის დასავლეთის იმპერიალიზმსა და აღმოსავლეთის იმპერიალიზმს შორის ნიშნავს კონფლიქტების გაღრმავებას იმპერიალისტურ მსოფლიოში და შედეგად მკვეთრად ზრდის მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეს. მსოფლიო კრიზისი გარდაუვლად იწვევს იმპერილისტურ ომებს. 2012 წელი გულისხმობს ექსპლუატირებულ და ჩარგულ კლასების ბრძოლას იმპერიალისტური იმის წინააღმდეგ!

2012 წელი ჩაგრულ და ექსპლუატირებულ კლასთა გაერთიანებული ბრძოლის წელია იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის საფუძვლის — მსოფლიო იმპერიალიზმის — განადგურების მიზნით!

ჩვენ გლობალურად გაერთიანებულ ფრონტს შევქმნით იმპერიალისტებისა და სოციალ-იმპერიალისტების წინააღმდეგ! მსოფლიო პროლეტარიატისა და ხალხთა გაერთიანების პროცესში იმპერისლისტებისა და სოციალ-იმპერიალისტების წინააღმდეგ, მსოფლიო სოციალისტური რევოლუცია კიდევ უფრო სწრაფად გაძლიერდება. ან მსოფლიო სოციალისტური რევოლუცია თავიდან აიცილებს იმპერიალისტურ ომს, ანდაც იმპერილისტური ომი წარმოშობს მსოფლიო სოციალისტურ რევოლუციას!

2012 წელი მსოფლიო იმპერიალიზმის შემდგომი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მარცხების წელი იქნება!
2012 წელს მსოფლიო კრიზისი გლობალურად გაერთიანებული რევოლუციური აჯანყებების წელად გარდაიქმნება!
მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება გარდაუვალია!
მსოფლიო სოციალიზმის დიადი ეპოქა მალე დაიწყება!

წინ — მსოფლიო სოციალისტური რევოლუციისკენ  — კომინტერნთან (ს-ხ) ერთად!
წინ — მარქსიზმ-ლენინიზმის ხუთი კლასიკოსის სულისკვეთებით!
გაუმარჯოს პროლეტარულ ინტერნაციონალიზმს!
გაუმარჯოს მსოფლიო კომუნიზმს!

არ არსებობს ქვეყნად ისეთი ციხე-სიმაგრე, რომლის აღებაც მშრომელებს, ბოლშევიკებს არ შეუძლიათ

|| Нет в мире таких крепостей, которых не могли бы взять трудящиеся, большевики || There are no fortresses that the working people, the Bolsheviks, cannot capture.

LINKS

საქართველოს სექციის

ცენტრალური ორგანოს

მსოფლიორევოლუცი

e-m@il საკონტაქტო

English

на русском языке

მთავარი

სიახლეები

ბიოგრაფია

თხზულებები

გალერეა

თემატური არქივი

მარქსიზმის 5 კლასიკოსი

მარქსიზმის ტერმინოლოგია

ამხანაგები

შემოგვიერთდით!

LINKS

COMINTERN (SH)

შტაბბინაში

არქივი

საკონტაქტო

ჩვენს შესახებ

შემოგვიერთდით!

ფორუმი

კითხვები და პასუხები

განყოფილებები

დებულება

პროგრამა

პლატფორმა

ცენტრალური ორგანოს

მსოფლიორევოლუცი

( ინგლისური )

ზარის

ამისთვის განახლებას კომუნისტური საერთაშორისო

ახალი წლის ღამეს, 2000

კომუნისტური ინტერნაციონალის მსოფლიო
რევოლუციური პლატფორმა
(მსოფლიო საპროგრამო განცხადება)
2009 წლის 7 ნოემბერი

ორიგინალური გერმანული ვერსია

www.comintern.sh
ქართული თარგმანი კობა კახიძისა

www.joseph-stalin.net

ენვერ ხოჯა

- მეხუთე კლასიკური მარქსიზმის-ლენინიზმის და ფონდის კომუნისტური საერთაშორისო

2001

გენერალური ხაზი

სტრატეგია და ტაქტიკა მსოფლიო რევოლუცია

2001/2002

გერმანული:

ინგლისური:

პირველი თავი
მეორე თავი

მანიფესტი საქართველოს ბოლშევიკური მსოფლიოში - პარტიის

2003

მსოფლიო მოძრაობასტალინიზმ - ხოჯაიზმი

წითელი საერთაშორისო შრომის კავშირების

დაფუძნდა 2003

კომუნისტური ახალგაზრდობის საერთაშორისო

კომუნისტური ქალთა საერთაშორისო