საქართველოს სტალინურ-ხოჯაისტური მოძრაობა გილოცავთ მსოფლიო პროლეტარიატის დიადი და საყვარელი ბელადის, მარქსიზმის ხუთიდან ერთ-ერთი კლასიკოსის - იოსებ ბესარიონის ძე სტალინის - დაბადებიდან 132-ე იუბილეს!

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ჩვენი მოძრაობა აქვეყნებს იოსებ სტალინის თხზულებათა 13 ტომეულს ქართულ ენაზე, მის ოფიციალურ მოკლე ბიოგრაფიას და იოსებ სტალინის სხვა ნაშრომებს, იწყებს იოსებ სტალინისა და მარქსიზმის სხვა კლასიკოსების თხზულებათა გამოქვეყნებას ქართულ და უცხოურ ენებზე. დღესვე პირველად ქვეყნდება „კომუნისტური ინტერნაციონალის მსოფლიო რევოლუციური პლატფორმა (მსოფლიო საპროგრამო განცხადება)“ ქართულ ენაზე (პარალელურად იგივე ტექსტი ქვეყნდება სტალინურ-ხოჯაისტური კომუნისტური ინტერნაციონალის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.comintern.sh) და მარქსისტული ლიტერატურის მრავალი სხვა ნიმუში.

გარდა ამისა, ჩვენვე ვითავეთ ქართული ლექსიკონების ციფრულ ფორმატშიც გადატანა. 

ვიწყებთ, აგრეთვე, საქართველოში ჭეშმარიტი სოციალიზმის პერიოდში (1921-1953 წლები) შექმნილი ქართული პროლეტარული კულტურის შედევრების გამოქვეყნებასაც. ამჯერად ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს ჩვენი სასიქადულო პოეტის, ჭეშმარიტი რევოლუციური პოეზიის ბრწყინვალე წარმომადგენლის, გალაკტიონ ტაბიძის, თხზულებათა 8-ტომეულს, რომლებიც პოეტის სიცოცხლეში გამოიცა და რომელიც არაა მთლიანად დამახინჯებული ხრუშჩოველი რევიზიონისტების კონტრრევოლუციური ცენზურით.

ჩვენ განსაკუთრებულ მაძლობას ვუხდით ჩვენს რუს მამაც თანამებრძოლებს, რომლებმაც შექმნეს ჭეშმარიტად რევოლუციური ვებ-რესურსი www.enverhoxha.ru. მათ მოახერხეს მსოფლიო ბურჟუაზიის მიერ ორგანიზებული ანტიხოჯაისტური და კონტრრევოლუციური იდეოლოგიური ფრონტის გარღვევა და მსოფლიო პროლეტარიატის გულებამდე მარქსიზმის მეხუთე კლასიკოსის, ჩვენი საყვარელი ბელადისა და ალბანელი ხალხის უდიადესი შვილის - ენვერ ხოჯას - რევოლუციური მემკვიდრეობის მიტანა. ისინი ჩვენ ყოველდღიურად გვეხმარებიან თავისი გამოცდილებითა და ჭეშმარიტი ინტერნაციონალური სულისკვეთებით. სამუშაო, რომელსაც ისინი ასრულებენ, მისაბაძია ყველა ჭეშმარიტი მარქსისტისთვის და რევოლუციონერისთვის!

ვაქვეყნებთ რამდენიმე საინტერესო წიგნს, რომლებიც ნათლად ასახავენ იმ პერიოდის ქართული მწერლობის წარმომადგენლების დამოკიდებულებას დიდი იოსებ სტალინის მიმართ. ბურჟუაზიული ლაქიების მიერ შეთხზული უამრავი ბოროტი მითის საპირისპიროდ, მკითხველი თავადვე ადვილად დარწმუნდება, თუ როგორი „დაძალებით“ შეიძლებოდა მსგავსი ლიტერატურული შედევრების შექმნა, და თუ რაოდენ ძლიერი უნდა ყოფილიყო ეს „დაძალება“, რომ, მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძეს 35 წლის მანძილზე ბურჟუაზიული „პოეტებისთვის“ მიუწვდომელი ეგზომ დიდი სირღმის მქონე პოეტური შედევრები შეექმნა არა მარტო სტალინზე, არამედ ლენინზე, მარქსზე, სოციალიზმსა და კომუნიზმზე. განსაკუთრებით მივაპყრობთ მკითხველის ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ იოსებ სტალინის სიკვდილისა და სკკპ კონტრრევოლუციური XX ყრილობის შემდეგ გალაკტიონ ტაბიძეს არაერთხელ შესთავაზეს სტალინზე თუნდაც ერთი აუგის დაწერა, თუმცა მან, როგორც ჭეშმარიტმა რევოლუციურმა პოეტმა და გენიოსმა, არანაირი დაძალების შედეგედაც კი არ უღალატა საქართველოს მშრომელთა კლასს და მის საყვარელ ბელადს იოსებ სტალინს, და კიდევ უფრო მეტი სიღრმის მქონე ლექსები მიუღვნა მას სწორედ იმ ავადხსენებული ყრილობის შემდეგ, რის გამოც იგი 1959 წელს, ანუ XX ყრილობიდან 3 წელიწადში, გაურკვეველ ვითარებაში გადმოვარდა საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან და, მაშინდელი კონტრრევოლუციური მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, სიცოცხლე „თვითმკვლელობით“ დაასრულა.  ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ უბრალო ჭეშმარიტებას, რომ 1953 წლიდან (განსაკუთრებით კი - 1956 წლიდან!) საქართველოში და მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მხოლოდ ფორმაღა იყო დარჩენილი, შინაარსით კი მიმდინარეობდა კაპიტალიზმის რესტავრაცია ხრუშჩოველი რევიზიონისტების მიერ, რის გამოც ჩვენს მოძრაობას აბსურდულად მიაჩნია ზოგიერთი დაბნეული ისტორიკოსისა და ბურჟუაზიული ვაი-მკვლევარების „აზრები“, რომლებსაც დღესაც ერთმანეთში ერევათ საბჭოთა კავშირის ისტორიის ეს ორი პერიოდი და ორივე მათგანს „სოციალიზმს“ უწოდებენ. მათ სხვა „არგუმენტები“ აღარც დარჩათ! კარლ მარქსი ყოველივე ამას ბურჟუაზიულ „კრეტინიზმს“ უწოდებდა! ჩვენ კი ნათლად ვხედავთ ამ ბურჟუაზიული „კრეტინიზმის“ აგონიას!

ჩვენი მოძრაობა მადლიერებით მიიღებს ყველა კონსტრუქციულ შენიშვნასა და მოსაზრებას, რომელსაც მკითხველი მოგვაწოდებს ჩვენს მიერ მომზადებულ ელექტრონულ გამოცემებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პროლეტარიატის მოწინავე წარმომადგენლებსა და ნებისმიერ ჭეშმარიტ პატრიოტს, თავისი წვლილი შეიტანოს კაპიტალის ბატონობისგან მშრომელთა კლასის გათავისუფლების საქმეში და შეძლებისდაგვარად მოგვაწოდოს ინფორმაცია მათ ხელში არსებული მარქსისტული ლიტერატურის ნიმუშების შესახებ, რომელთა განადგურებასაც 1956 წლიდან დღემდე დაუღალავად ცდილობენ სოციალ-იმპერიალისტები და სოციალ-ფაშისტები. ჩვენ მათ დაუღალავ მცდელობას სწორედ მათივე უსუსური აზრით „უკვე განადგურებული და დავიწყებული“ ლიტერატურის აღდგენით და გავრცელებით ვუპასუხეთ, რაშიც უდიდესი დახმარება გაგვიწიეს ქართული პროლეტარიატის მოწინავე წარმომადგენლებმა, რომლებსაც არათუ „განადგურებული და დავიწყებული“, არამედ სათუთად ჰქონდათ შენახული სტალინის დიად სახელთან და ლენინისა და სტალინის დიად სოციალისტურ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ყველა წიგნი და პლაკატი. ჩვენ ამ დიად სოციალისტურ ლიტერატურას დავუპირისპირებთ დღევანდელი ბურჟუაზიის მიერ შეკოწიწებულ უბადრუკ, სენსაციებზე და სიყალბეზე დაფუძნებულ „ლიტერატურას“. დასკვნებს კი თავად საქართველოსა და მსოფლიოს პროლეტარიატი გააკეთებს, რომელთა ბრძოლაც ერთი წუთითაც არ შენელებულა და მსოფლიო კაპიტალიზმზე მსოფლიო მასშტაბის მქონე დიადი ისტორიული გამარჯვებით დასრულდება!

2012 წელს - მსოფლიო კაპიტალიზმის მომდევნო გამძვინვარებული კრიზისის პერიოდში - ჩვენ გავაგრძელებთ ჭეშმარიტად მარქსისტული ლიტერატურის გამოქვეყნებას ქართულ და უცხოურ ენებზე.

გაუმარჯოს მსოფლიო პროლეტარიატს და მის ერთ-ერთ ავანგარდს - საქართველოს პროლეტარიატს!
გაუმარჯოს საქართველოს პროლეტარიატის სოციალისტურ, რევოლუციურ ტრადიციებს!
გაუმარჯოს მსოფლიო პროლეტარიატის დიად ბელადს - იოსებ სტალინს!
გაუმარჯოს მარქსიზმის 5 კლასიკოსს - კარლ მარქსს, ფრიდრიხ ენგელსს, ვლადიმერ ლენინს, იოსებ სტალინსა და ენვერ ხოჯას!
გაუმარჯოს სტალინურ-ხოჯაისტურ კომინტერნს - მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის სულისჩამდგმელსა და ავანგარდს!
ყველაფერი მსოფლიო სოციალისტური რევოლუციისათვის!

საქართველოს სტალინურ-ხოჯაისტური მოძრაობის სახელით,
კობაკახიძე



*   *   *



Сталинско-Ходжайстское Движение Грузии поздравляет Вас со 132-м юбилеем со дня рождения великого и любимого вождя мирового пролетариата, одного из 5 Классиков Марксизма – Иосифа Виссарионовича Сталина!

В связи с этой датой наше движение публикует 13-томное Собрание сочинений Иосифа Сталина на грузинском языке, его официальную краткую биографию и его другие сочинения, начинает публикацию сочинений остальных четырех Классиков Марксизма на грузинском и иностранных языках. Сегодня же опубликованы «Всемирная Революционная Платформа Коммунистического Интернационала» (Всемирное Программное заявление)» на грузинском языке (параллельно тот же текст опубликован на официальной веб-странице Сталинско-Ходжайстского Коммунистического Интернационала – www.comintern.sh) и другие образцы марксистской литературы.

Мы также взяли на себя оцифровку грузинских словарей.

Начинаем также публикацию созданной в период истинного социализма в Грузии (1921-1953 года) шедевров грузинской пролетарской культуры. В данный момент грузинский читатель может познакомиться с поэтическими шедеврами нашего величайшего поэта, представителя истинных революционных поэтов, Галактиона Табидзе с помощью прижизненного 8-томного собрания сочинений поэта, которые не были полностью искажены контрреволюционной цензурой хрущевских ревизионистов.

Мы выражаем особую благодарность нашим русским храбрым боевым товарищам, которые создали истинно революционный веб-ресурс www.enverhoxha.ru. Они сумели прорвать организованную мировой буржуазией антиходжайстский и контрреволюционный фронт и донесли до сердец мирового пролетариата революционное наследства четвертого Классика Марксизма, нашего любимого вождя и великого сына албанского народа – Энвера Ходжа. Они нам помогают ежедневно своим опытом и по-настоящему интернационалистическим духом. Работу, которую они выполняют, мы считаем образцовым для каждого марксиста и революционера!

Мы публикуем несколько интересных книг, которые ясно отражают отношение представителей грузинской литературы того периода к великому Сталину. В противовес созданным буржуазными лакеями множеству злостных мифов, читатель легко сможет убедиться, под каким это «насилием» могли создаваться подобные шедевры, и какой силы должна было быть это «насилие», чтобы, например, тот же Галактион Табидзе в течение 35 лет создавал поэтические шедевры недостижимой для буржуазных «поэтов» глубины не только о Сталине, но и, естественно, о Ленине, Марксе, социализме и коммунизме. Мы особо хотим обратить внимание читателей на то обстоятельство, что после смерти Иосифа Сталина и проведения контрреволюционного XX съезда КПСС Галактиону Табидзе неоднократно предлагали написать хоть что-нибудь против Сталина, но он, как истинно революционный поэт и гений, ни на минуту не изменил интересам грузинского рабочего класса и его любимому вождю Иосифу Сталину и после пресловутого XX съезда посвятил ему стихи, которые были проникнуты еще большей революционной глубиной мысли, в связи с чем он в 1959 году, то есть через 3 года после XX съезда, в непонятных обстоятельствах выпал из пятого этажа больницы и, по официальной информации тогдашнего контрреволюционного правительства, покончил жизнь самоубийством. Этот факт еще раз доказывает ту простую истину, что после 1953 года (и особенно – после 1956 года!) в Грузии и в тогдашнем Советском Союзе от социализма осталась лишь форма, по сути же началась реставрация капитализма хрущевскими ревизионистами, в связи с чем мы считаем абсурдными «мысли» некоторых растерянных историков и буржуазных горе-исследователей, которые путают эти две периоды истории Советского Союза и обоих называют «социализмом». У них других «аргументов» уже нет! Карл Маркс все это называл буржуазным «кретинизмом»! Мы же ясно видим агонию этого буржуазного «кретинизма»!

Наше движение с благодарностью примет любые конструктивные замечания и пожелания  от наших читателей касательно подготовленных нами электронных изданий. Мы также призываем передовых представителей грузинского пролетариата и всех истинных патриотов внести свой вклад в деле освобождения рабочего класса от ига капитала и по мере возможности предоставлять нам информацию об имеющихся в их руках образцом марксистской литературы, уничтожать которых с 1956 года до настоящего времени всеми силами пытаются буржуазные фашисты. Мы же на их усилия ответили тем, что, восстановили и распространяем по их мнению «уже уничтоженную и преданному забвению» литературу, в чем нам помогли передовые представители грузинского пролетариата, которые не только не «уничтожили и предали забвению» книги или плакаты, связанные с великим именем Сталина и великой социалистической страной Ленина и Сталина, но сохранили их с особой тщательностью и любовью. Мы эту величайшую пролетарскую литературу противопоставим созданной сегодняшней буржуазией ничтожной, основанной на сенсаций и лжи «литературе». А выводы сделает сам грузинский и мировой пролетариат, борьба которых ни на минуту не прекращалась и закончится всемирной великой исторической победой на мировым капитализмом!

В 2012 году – в период очередного жесточайшего кризиса капитализма – мы продолжим публикацию истинно марксистской литературы на грузинском и иностранных языках.

Да здравствует мировой пролетариат и один из его авангардов – грузинский пролетариат!
Да здравствует социалистические, революционные традиции грузинского пролетариата!
Да здравствует великий вождь мирового пролетариата – Иосиф Сталин!
Да здравствует 5 Классиков Марксизма – Карл Маркс, Фридрих Энгельс, Владимир Ленин, Иосиф Сталин и Энвер Ходжа!
Да Здравствует Сталинско-Ходжайстский Коминтерн – вдохновитель и авангард Мировой Социалистической Революции!
Все для Мировой Социалистической Революции!

От имени Сталинско-Ходжайстского Движения Грузии,
Коба Кахидзе


*   *   *

The Stalinist-Hoxhaists Movement of Georgia congratulates you with 132nd anniversary from the date of birth of the great and favourite leader of the world proletariat, one of 5 Classics of Marxism - Joseph Vissarionovich Stalin!

In connection with this date our movement publishes Joseph Stalin's 13-volume Collected Works in the Georgian language, its official short biography and its other compositions, begins the publication of compositions of other four Classics of Marxism on Georgian and foreign languages. Today are published «World Revolutionary PLATFORM of the Communist International (World-Programmatic Declaration)» in the Georgian language (the parallel same text is published on official web page of Stalinist-Hoxhaists Communist Internatsional - www.comintern.sh) and other samples of the Marxist literature.

We also have incurred numbering of the Georgian dictionaries.

We begin also the publication created in a true socialism in Georgia (1921-1953) masterpieces of the Georgian proletarian culture. At present the Georgian readers can get acquainted with poetic masterpieces of our greatest poet, the representative of true revolutionary poets, Galaktion Tabidze, by means of the lifetime 8-volume Works of the poet which have not been completely deformed by counterrevolutionary censorship of Khruschev's revisionists.

We express special gratitude to our Russian brave fighting comrades who have created truly revolutionary web resource www.enverhoxha.ru. They have managed to break through organised by world bourgeoisie anti-Hoxhaistic and counterrevolutionary front and revolutionary inheritances of the fourth Classic of Marxism, our favourite leader and the great son of the Albanian people - Envera Hoxha have informed to hearts of world proletariat. They help us daily by their experience and rather internationalist spirit. Work which they carry out, we consider exemplary for every marxists and the revolutionary!

We publish some interesting books which clearly reflect the relation of representatives of the Georgian literature of that period to great Stalin. In a counterbalance created by bourgeois footmen to set of malicious myths, the reader can easily be convinced, under what it "violence" similar masterpieces could be created, and what force should there was be this "violence" that, for example, same Galaktion Tabidze within 35 years created poetic masterpieces of depth unattainable for bourgeois "poets" not only about Stalin, but also, naturally, about Lenin, Marx, a socialism and communism. We especially want to pay attention of readers to that circumstance that after Joseph Stalin's death and carrying out of counterrevolutionary XX congress of the CPSU of Galaktion Tabidze repeatedly suggested to write though something against Stalin, but he as truly revolutionary poet and the genius, for a minute has not changed to interests of the Georgian working class and its favourite leader Joseph Stalin and after notorious XX congress has devoted it verses which have been got still more revolutionary depth of thought in this connection it in 1959, that is in 3 years after XX congress, in not clear circumstances has dropped out of the fifth floor of hospital and, under the official information of the counterrevolutionary government of that time, has committed suicide. This fact once again proves that simple true that after 1953 (and especially - after 1956!) In Georgia and in Soviet Union of that time from a socialism there was only a form, capitalism restoration by Khruschev's revisionists in this connection we consider absurd as a matter of fact has begun "think" of some confused historians and bourgeois unfortunate researchers who are confused by these two periods of history of Soviet Union and both name "socialism". At them other "arguments" already are not present! Charles Marx all it named bourgeois «cretinism»! And now we clearly see an agony of this bourgeois «cretinism»!

Our movement with gratitude will accept any constructive remarks and wishes from our readers concerning the electronic editions prepared by us. We also call the advanced representatives of the Georgian proletariat and all true patriots to bring the contribution in struggle of clearing of working class from a yoke of the capital and as far as possible to give us the information about available in their hands the sample of the Marxist literature, to destroy which since 1956 till now in every way bourgeois fascists try. We have answered their efforts to that, have restored and we extend in their opinion «already destroyed and to devoted oblivion» the literature with what we were helped by the advanced representatives of the Georgian proletariat who not only not «have destroyed and have buried in oblivion» books or the posters connected with a great name of Stalin and the great socialist country of Lenin and Stalin, but have kept them with special carefulness and love. We will oppose this greatest proletarian literature the created today's bourgeoisie insignificant, based on sensations and lie to "literature". And conclusions will be made by the Georgian and world proletariat, which struggle for a minute did not stop and will end with the world great historical victory on world capitalism!

In 2012 - in the next most severe crisis of capitalism - we will continue the publication of truly Marxist literature on Georgian and foreign languages.

Long live world proletariat and one of its avant-guards - the Georgian proletariat!
Long live socialist, revolutionary traditions of the Georgian proletariat!
Long live the great leader of world proletariat - Joseph Stalin!
Long live 5 Classics of Marxism - Karl Marx, Friedrich Engels, Vladimir Lenin, Joseph Stalin and Enver Hoxha!
Long live Stalinist-Hoxhaists Comintern - the inspirer and avant-guard of the World Socialist revolution!
All for the World Socialist revolution!

On behalf of Stalinist-Hoxhaists Movement of Georgia,
Koba Kakhidze

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისასალმებელი წერილი

ჩვენს ამხანაგებს

საქართველოდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან და სერბიიდან,

რომლებმაც დააარსეს კომინტერნის (ს-ხ) სექცია.

2011 წლის 8 ნოემბერი

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

LINKS

საქართველოს სექციის

 

e-m@il საკონტაქტო

 

English

 

на русском языке

 

მთავარი

 

სიახლეები

 

ბიოგრაფია


თხზულებები

 

გალერეა

 

თემატური არქივი

 

მარქსიზმის 5 კლასიკოსი

 

მარქსიზმის ტერმინოლოგია

 

ამხანაგები

 

შემოგვიერთდით!

 

 

 

LINKS

COMINTERN (SH)

შტაბბინაში

არქივი

 

საკონტაქტო

ჩვენს შესახებ

შემოგვიერთდით!

ფორუმი

კითხვები და პასუხები

განყოფილებები

დებულება

პროგრამა

პლატფორმა

 

 

ზარის

ამისთვის განახლებას კომუნისტური საერთაშორისო

ახალი წლის ღამეს, 2000

 


 

 

კომუნისტური ინტერნაციონალის მსოფლიო
რევოლუციური პლატფორმა
(მსოფლიო საპროგრამო განცხადება)
2009 წლის 7 ნოემბერი

 

ორიგინალური გერმანული ვერსია

www.comintern.sh
ქართული თარგმანი კობა კახიძისა

www.joseph-stalin.net


 

ენვერ ხოჯა

- მეხუთე კლასიკური მარქსიზმის-ლენინიზმის და ფონდის კომუნისტური საერთაშორისო

2001


 

გენერალური ხაზი

სტრატეგია და ტაქტიკა მსოფლიო რევოლუცია

2001/2002

გერმანული:

ინგლისური:

პირველი თავი
მეორე თავი

 

 


მანიფესტი საქართველოს ბოლშევიკური მსოფლიოში - პარტიის

2003


 

მსოფლიო მოძრაობასტალინიზმ - ხოჯაიზმი


 

 

წითელი საერთაშორისო შრომის კავშირების

დაფუძნდა 2003


 

 

კომუნისტური ახალგაზრდობის საერთაშორისო


 

 

კომუნისტური ქალთა საერთაშორისო