მისასალმებელი წერილი

ჩვენს ამხანაგებს

საქართველოდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან და სერბიიდან,

რომლებმაც დააარსეს კომინტერნის (ს-ხ) სექცია.

2011 წლის 8 ნოემბერი

 

ძვირფასო ამხანაგებო
საქართველოდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან და სერბიიდან!

გილოცავთ!
მუშათა მოძრაობის დაწყების შემდეგ მუშათა ბრძოლა მთელ მსოფლიოში მარქსისა და ენგელსის დროშით წარიმართებოდა:
„მსოფლიოს მუშები ერთიანდებიან!“

 

ლენინისა და სტალინის კომინტერნმა ეს ცნობილი ლოზუნგი მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძველზე განახორციელეს და მსოფლიო პროლეტარიატი წარმატებით დარაზმეს მსოფლიო კაპიტალიზმის მარწუხებისგან გასათავისუფლებლად და ახალი სოციალისტური მუშათა ქვეყნის შესაქმნელად. ლენინმა შექმნა რევოლუციონერ ინტერნაციონალისტთა ძლიერი საერთაშორისო კავშირი, რათა დაემარცხებინა „მეორე ინტერნაციონალის“ ღალატი და შეექმნა ძლიერი მსოფლიო რევოლუციური საყრდენი, III ინტერნაციონალი, ბრწყინვალე კომინტერნი. ლენინისა და სტალინის კომინტერნი ჭეშმარიტად ბოლშევიკური მსოფლიო პარტიის ჩინებული მაგალითია, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ვაგრძელებთ მისი მსოფლიო-ისტორიული მისიის დასრულებამდე.

ლენინისა და სტალინის კომინტერნი ცოცხალია! 2000 წლის 31 დეკემბერს მოხდა კომინტერნის აღორძინება. ოდესღაც დაშლილმა კომინტერნმა ყველა ტიპის რევიზიონიზმის ზემოქმედება განიცადა. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა 2011 წლის 8 ნოემბერს თქვენი სექციების დაარსებამ! ამიერიდან გაიზრდება რევოლუციური მუშების იმედები და თავდაჯერებულობა მთელ მსოფლიოში კაპიტალიზმზე გასამარჯვებლად, რაც მრავალი ათეული წლის მანძილზე რევიზიონისტების მიერ იყო შელახული. ახალმა სექციებმა ერთობლივად აღმართეს მსოფლიო კომუნიზმის დროშა! თქვენ უნდა დაიცვათ იგი ყოველგვარი რევიზიონიზმისგან და გამარჯვებამდე მიიყვანოთ! როდესაც 2000 წლის 31 დეკემბერს კომინტერნი (ს-ხ) დაარსდა,  ჩვენს სადამფუძნებლო დეკლარაციაში ჩავწერეთ:

„მსოფლიოს მარქსისტ-ლენინელებმა აღიარეს, რომ კომინტერნის (მ-ლ) დაარსება შესაძლებელი იყო მხოლოდ ჩვენი საყვარელი ამხანაგის — ენვერ ხოჯას — და ალბანეთის შრომის პარტიის იდეოლოგიურ საფუძველზე.“

ალბანეთის შრომის პარტიის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომინტერნმა (ს-ხ) მოიწვია ყველა ამხანაგი გერმანიიდან, საქართველოდან, პორტუგალიიდან, რუსეთიდან და სერბიიდან თავიანთი საკუთარი სექციების შესაქმნელად ლოზუნგით:
„მოდით, გავუყვეთ — ყველანი ერთად — ალბანეთის შრომის პარტიის ძლევამოსილ გზას!“

კომინტერნმა (ს-ხ) დიდი სიხარულითა და პასუხისმგებლობით მიიღო თქვენი სადამფუძნებლო დეკლარაციები. თქვენი სადამფუძნებლო დეკლარაციები შეჭმარიტი დადასტურებაა კომინტერნის (ს-ხ) სადამფუძნებლო დეკლარაციისა — კერძოდ კი იმისა, რომ თქვენ შექმნით საკუთარ სექციებს „ჩვენი საყვარელი ამხანაგის — ენვერ ხოჯას — და ალბანეთის შრომის პარტიის იდეოლოგიურ საფუძველზე“.
თქვენს სადამფუძნებლო დეკლარაციებში ვკითხულობთ:

საქართველოს სექცია:
2011 წლის 7 ნოემბერს შედგა საქართველოს სტალინურ-ხოჯაისტური მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის კრება. კრებამ განიხილა კომინტერნის (ს-ხ) შემოთავაზება, რათა ჩვენი მოძრაობა გამხდარიყო კომინტერნის (ს-ხ) სექცია საქართველოში. საინიციატივო ჯგუფმა ამ შემოთავაზებას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ იგი საქართველოს სტალინურ-ხოჯაისტური მოძრაობის დიდი საერთაშორისო აღიარებაა.“

გერმანიის სექცია:
გკპ (-) 2000 წლიდან იყო კომინტერნის (ს-ხ) სულ პირველი სექცია. 2011 წლის 8 ნოემბერს გადავწყვიტეთ, საკუთარი თავისთვის გვეწოდებინა მხოლოდ „კომინტერნის (ს-ხ) გერმანიის სექცია“. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კომინტერნის (ს-ხ) რეკომენდაციის საფუძველზე — იმ ალბანეთის შრომის პარტიის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელსაც ამხანაგი ენვერ ხოჯა ხელმძღვანელობდა.

პორტუგალიის სექცია:
2011წლის 8 ნოემბერს,ალბანეთის შრომის პარტიის (აშპ) 70 წლის საზეიმო იუბილეზე, დაარსდა კომუნისტური ინტერნაციონის (სტალინურ-ხოჯაისტურის) პორტუგალიის სექცია.

სერბიის სექცია:
ჩვენ, სერბიელმა ამხანაგებმა, 2011 წლის 8 ნოემბერს გადავწყვიტეთ შეერთება მარქსიზმ-ლენინიზმ-სტალინიზმ-ხოჯაიზმის გენერალური ხაზის მიერ წარმოებულ კლასობრივ ბრძოლასთან. გადავწყვიტეთ, გავერთიანებულიყავით ერთიან მსოფლიო პარტიაში და გარდავიქმენით ამ პარტიის — კომინტერნის (ს-ხ) — სექციად.

ამხანაგებო!
ამიერიდან ალბანეთის შრომის პარტიის დაარსების თარიღი კომინტერნის (ს-ხ) სექციების დაარსების თარიღს ემთხვევა. თქვენი სექციების დაარსებასთან ერთად ჩვენს თავს თამამად შეიძლება ვუწოდოთ „კომუნისტური ინტერნაციონალი“. ეს აბათილებს ჩვენი მტრების უწინდელ, რომ აქაოდა წმინდა წყლის „სექტა“ ვიყავით. ამიერიდან ყოველ 8 ნოემბერს საზეიმოდ აღვნიშნავთ ჩვენი სექციების დაარსებას. და კომინტერნი (ს-ხ) მოხარული იქნება, თუ თქვენს ნაციონალურ ენაზე ამხანაგ ენვერ ხოჯასა და ალბანეთის შრომის პარტიის შესახებ მეტი ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდება, და თან ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება. ჩვენ ასევე მადლობას გიცხადებთ იმის გამო, რომ თქვენს ნაციონალურ ენებზე თარგმნით და აქვეყნებთ კომინტერნის (ს-ხ) საკვაძნო დოკუმენტებს. 

კომინტერნს (ს-ხ) 10 წელზე მეტი დასჭირდა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ახალი სტალინურ-ხოჯაისტური იდეების მტკიცე ფუნდამენტის შესაქმნელად. მტკიცე იდეოლოგიური საფუძვლის შექმნიდან დაწყება მთლიანად შეესაბამება ბოლშევიკური პარტიის მშენებლობის მარქსისტულ-ლენინურ პრინციპებს. პირველი 10 წლის განმავლობაში კომუნისტური ინტერნაციონალის ზომასა და მოცულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თავდაპირველად საჭირო იყო მკაფიო პოლიტიკური და იდეოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბება. ამჟამად კი შეიქმნა გარდაუვალი რევოლუციური სიტუაცია კაპიტალიზმის კრიზისის გამო. ამ ახალი პრობლემის საპასუხოდ კომინტერნმა (ს-ხ) დამატებით გაამახვილა ყურადღება ახალ საორგანიზაციო ამოცანებზე. არსებული გლობალური რევოლუციური პირობების ანალიზი არ იყო ძალიან ძნელი — სექციების შექმნა ერთადერთი და სწორი გამოსავალი იყო ამ პრობლემის გადასაჭრელად. ეს იმასაც ადასტურებდა, რომ კომინტერნმა (ს-ხ) უკვე განავითარა საკუთარი მკაფიო სტალინურ-ხოჯაისტური კურსი. ამან ერთიორად გააადვილა თავად სექციების ჩამოყალიბების გადაწყვეტილების მიღება. დანარჩენი ამხანაგები ჩვენდამი სიმპათიებს გამოხატავენ და ჩვენთან დიდი ხანია თანამშრომლობენ, მაგრამ, მიუხედავად ხანგრძლივი პერიოდისა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ყველას კარგად ესმის, რომ სექციების შექმნა შეუძლებელია ერთდროულად და ერთი ხელის მოსმით. სექციების შექმნის წინაპირობები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ არ ვაიძულებთ ამხანაგებს ჩვენთან შემოერთებას. ეს მათი საკუთარი თავისუფალი გადაწყვეტილებაა. რაც უფრო წარმატებულია ჩვენი სექციების მუშაობა და ბრძოლა, მით უფრო ადვილდება ახალი სექციების შექმნა მომდევნო ქვეყნებში და მით უფრო მეტად შეგვიძლია მათი მხარდაჭერა, მათი მიზნების გაგება.


ჩვენი სექციები, ისინი იბრძოლებენ
ერთი ხმით,
ერთი შაშხანით,
ერთი გულით —
ერთი მსოფლიო პარტიით, ნებისმიერი დარბრკოლების მიუხედავად!

ყველა ჩვენგანი ცოცხლობს და კვდება მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის გასამარჯვებლად!


ამხანაგებო!

მსოფლიო პროლეტარიატის გამარჯვება მსოფლიო რევოლუციაში გარანტირებულია კომინტერნის (ს-ხ) ხელმძღვანელობით, სანამ ჩვენ გულწრფელად, დისციპლინირებულად და თანმიმდევრულად მივყვებით მარქსიზმ-ლენინიზმის ხუთი კლასიკოსის მოძღვრებებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს სექციებთან მიმართებაში. კომინტერნის (ს-ხ) ერთიანობა და სიმტკიცე დიალექტიკურად ეფუძნება და გარანტირებულია მისი სექციების ერთიანობითა და სიმტკიცით. ფაქტობრივად, თავად სექციებზეა დამოკიდებული, მიაღწევს თუ არა კომინტერნი (ს-ხ) თავის გლობალურ მიზნებს, ვინაიდან მსოფლიო კაპიტალიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში განადგურდება, თუ იგი თითოეულ ცალკე აღებულ ქვეყანაში განადგურდება. თითოეულ ქვეყანაში განხორციელებული სოციალისტური რევოლუციის გარეშე ვერავითარი მსოფლიო სოციალისტური რევოლუცია ვერ იარსებებს. მხოლოდ საკუთარ სექციებზე დაყრდნობით შეუძლია კომინტერნს (ს-ხ) მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის წარმატებით განხორციელება.

რა როლს თამაშობენ სექციები მსოფლიო სოციალისტურ რევოლუციაში? 

კომუნისტური ინტერნაციონალი არასდროს ეთანხმებოდა საკუთარი გლობალური ლიდერობის დათმობას ნებისმიერი ქვეყნის ცალკეული კომუნისტური პარტიისათვის ან კომუნისტურ პარტიათა გაერთიანებული საერთაშორისო კავშირებისთვის.
კომუნისტური ინტერნაციონალი მთელი მსოფლიო პროლეტარიატის ერთადერთი ბოლშევიკური ავანგარდია და მსოფლიო პოლიტიკას მთლიანად დამოუკიდებლად აყალიბებს.
კომუნისტური ინტერნაციონალი გაერთიანებული შტაბია, სექციები კი საკუთარ ქვეყნებს ხელმძღვანელობენ.
კომუნისტური ინტერნაციონალი და მისი სექციები მთლიანად შეესაბამებიან მსოფლიოს ბოლშევიკური პარტიების ლენინურ ნორმებსა და წესებს (დემოკრატიული ცენტრალიზმი, და ა.შ. და ა.შ.).
სექციები აღიარებენ და ცხოვრებაში ატარებენ ბოლშევიკთა მსოფლიო პარტიის წესებსა და ნორმებს პროლეტარული რკინისებრი დისციპლინით. ისინი, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი საქმიანობით აძილიერებენ და იცავენ კომუნისტურ ინტერნაციონალს.
ინტერნაციონალიზმის პროლეტარული საშუალებები:
ყველა ქვეყნის პროლეტართა საერთო ინტერესები ნებისმიერი ცალკეული ქვეყნის პროლეტართა ინტერესებზე მაღლა დგანან.
შესაბამისად, კომუნისტურ ინტერნაციონალს ენიჭება პრიორიტეტი საკუთარ სექციებთან მიმართებაში.
და პირიქით:
პროლეტარული ინტერნაციონალიზმი განადგურდება, თუ სექციათა კერძო ინტერესები, ცალკეული ქვეყნების პროლეტართა კერძო ინტერესები მსოფლიო პროლეტარიატის ინტერესების უგულებელყოფას მოახდენენ.
ამრიგად, კომუნისტურ ინტერნაციონალს სასიკვდილო განაჩენი ექნება გამოტანილი, თუკი მოხდება სექციათა დამოუკიდებელი და სუვერენული თანამშრომლობა. ცენტრისტული და დემოკრატიული ნორმები და წესები ერთმანეთთან დიალექტიკურ კავშირში იმყოფება. შეუძლებელია ერთის არსებობა მეორეს გარეშე.
კომუნისტურ ინტერნაციონალს არ შეუძლია მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის განხორციელება თითოეულ ცალკე აღებულ ქვეყანაში საკუთარი სექციების ხელმძღვანელობის გარეშე.
კომუნისტურ ინტერნაციონალს სჭირდება საკუთარი სექცია მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში, ვინაიდან მხოლოდ ამ უკანასკნელებს შეუძლიათ მსოფლიო რევოლუციაში მონაწილეობა თავიანთი საკუთარი ქვეყნების პირობებში.
სექციები ხელმძღვანელ როლს ასრულებენ მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის საკუთარ განყოფილებებში.
სექციები უკეთ იცნობენ მუშების მდგომარეობას „ადგილზე“, თავიანთ ქვეყნებში არსებულ სიტუაციასა და კლასთა ძალებს. მათ უკეთ იციან საკუთარ ქვეყანაში რევოლუციური ძალების მაქსიმალური შესაძლებლობები მსოფლიო პროლეტარული რევოლუციისთვის, რათა მოახდინონ კლასობრივი ბრძოლის მაქსიმალურად მობილიზება და უზრუნველყოფა თავიანთ საკუთარ ქვეყანაში არსებული ნებისმიერი მტრის წინააღმდეგ. ისევე როგორც მსოფლიო პროლეტარიატი, როგორც ერთი მთლიანი, ენდობა ყოველი ცალკეული ქვეყნის პროლეტარიატს, ასევე ენდობა კომუნისტური ინტერნაციონალი თავის სექციებს.
და პირიქით:
კომუნისტური ინტერნაციონალი თითოეულ ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციას საერთაშორისო მტერზე უმაღლესი დონის საერთაშორისო დარტყმით უზრუნველყოფს; მეტიც: იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეული ქვეყნის პროლეტარიატი ვერ მოახერხებს თავის საკუთარ ქვეყანაში გამარჯვების მიღწევას სოციალისტური რევოლუციის პირველ ფაზაში, და ვერც საკუთარი რევოლუციის დასრულებას მოახერხებს, მსოფლიო სოციალისტური რევოლუცია გარანტირებულად დაეხმარება მას გამარჯვებაში. მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება მოსპობს ყველა იმ დაბრკოლებას, რომლებიც ამა თუ იმ ცალკე აღებულ ქვეყანაში რევოლუციის გამარჯვებას გააძნებს.

ერთი ყველასათვისყველა ერთისათვის!“ ესაა პროლეტარული ინტერნაციოლიზმის ყველა ქვეყნის სექციათა ლოზუნგი.

ვერავინ შეუშლის ხელს კომუნისტური ინტერნაციონალის აშენებას მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის გასახორციელებლად, ვინაიდან მხოლოდ ამ ორგანიზაციას შეუძლია თითოეულ ქვეყანაში რევოლუციების ცენტრალურად კოორდინირება და განხორციელება. რევოლუციური, სტალინურ-ხოჯაისტური მსოფლიო ორაგნიზაციის არსებობა აუცილებელი პირობაა. ამ მსოფლიო ორგანიზაციის გარეშე მსოფლიო პროლეტარიატი უძლურია. კომუნისტური ინტერნაციონალი მსოფლიო პროლეტარიატის პარტიაა, ის პარტიაა, რომელიც შედუღაბებულია ქვეყნების სექციებით, რათა მიაღწიოს მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის გამარჯვებას, რომლის გარეშეც შეუძლებელი გახდება რევოლუციის გამარჯვება თითოეულ ქვეყანაში.
მიუხედავად მათი კონკურენციისა შრომის მსოფლიო ბაზარზე, მიუხედავად მათ შორის არსებული განხეთქილებისა საერთაშორისო ფინანსური კაპიტალის ძალისხმევით, მიუხედავად მათი არათანაბარი განვითარებისა სხვადასხვა ქვეყნებში, მიუხედავად მათი კულტურული და ეთნიკური განსხვავებისა, მიუხედავად კლასობრივი მტრის გამთიშველი ნაციონალისტური და კოსმოპოლიტური ზეგავლენისა — არავის ძალუძს წინ აღუდგეს ყველა ქვეყნის მშრომელებს, რათა ისინი დაძმობილდნენ თავიანთი პირველი გამოსვლისას და მოახდინონ საკუთარი თავის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ორგანიზება მეორე გამოსვლისთვის მოსამზადებლად. კომინტერნისთვის (ს-ხ) ურთიერთმხარდაჭერის პირობებში სექციები ერთობლივად იბრძვიან — ყოველგვარი საზღვრების მიუხედავად — მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის განხორციელების ერთიანი მიზნის მისაღწევად, და მილიონობით ემიგრანტი მუშისთვის კომინტერნი (ს-ხ) საკუთარი ინტერნაციონალური „სახლია“. საერთაშორისო პროლეტარიატის სახლი არ დაარსებულა ამა თუ იმ ქვეყნისგან დამოუკიდებლად ­— საერთაშორისო პროლეტარიატის სახლი მთელი მსოფლიოა, რომელიც ყველა ქვეყნის პროლეტარების მიერაა დანაწილებული.



ამხანაგებო!

ლენინისა და სტალინის კომინტერნი 1919 წელს დაარსდა — ლენინისა და სკკპ(ბ)-ის შეუპოვარი ინიციატივის შედეგად, რომელმაც სამი დიდი რევოლუცია გადაიტანა და ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებით დამთავრდა. მაშინ საუკეთესო პირობები იყო შექმნილი კომინტერნის სწრაფად ჩამოყალიბებისა და გაფართოებისთვის. რაც უფრო ძლიერი იყო საბჭოთა კავშირი, მით უფრო ძლიერი იყო კომინტერნი. თავდაპირველად ბრძოლა ძალზე გაძნელდა. უკლებლივ ყველა ახალი სექცია დამძიმებული იყო უპრინციპო და სოციალ-შოვინისტური „მეორე ინტერნაციონალის“ მემკვიდრეობით. მაგრამ ეს ბრძოლა მაინც გაგრძელდა. და იგი იმდენადვე გაგრძელდა, რამდენედაც კომინტერნმა თავისი საკუთარი ბოლშევიზაცია გააგრძელა. ეს ბრძოლა გარდაუვალი იყო და მან კომინტერნი გააერთიანა. თავისი საქმიანობის უკანასკნელ ფაზაში კომინტერნს მემარჯვენე ოპორტუნიზმის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. თუმცა 50-იან წლებში მოხდა კომინტერნის მართვის უზურპაცია თანამედროვე რევიზიონისტების მიერ.
ლენინისა და სტალინის კომინტერნი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციებს ხელმძღვანელობდა.
და პირიქით, ჩვენი კომინტერნი (ს-ხ) საკმაოდ გამოუცდელია და სერიოზული გამოცდა ჯერაც არ ჩაუბარებია. არ გაგვაჩნია არავითარი წინსვლა და ძლიერი სოციალისტური ქვეყანა, ჩვენი მხარდამჭერი არც ერთი გავლენიანი ცენტრი. ჩვენ — მიუხედავად ჩვენივე სექციების მხრიდან გაძლიერებისა — ჯერაც სიყრმის ასაკში ვიმყოფებით. თუმცა გვჯერა, რომ დასახულ მიზნებს მივაღწევთ — მიუხედავად ყველა სიძნელისა, მიუხედავად მთელ მსოფლიოში არსებული ათასი სახის რევიზიონიზმისა.

ამხანაგებო!

ჩვენმა ახალმა სექციებმა — რომლებიც საკუთარ თავს „კომინტერნის (ს-ხ) სექციებს უწოდებენ“ [ცალსახად და ყოველგვარი დამატებითი სახელის გარეშე!], საქვეყნოდ გამოაცხადეს, რომ გაიზიარებენ ამხანაგ ენვერ ხოჯას ალბანეთის შრომის პარტიის სულისკვეთებას და მართვის მეთოდებს. კომინტერნის (ს-ხ) თითოეული სექციისთვის „ალბანეთის შრომის პარტიის ისტორიის“ შესწავლა და გამოყენება ისევე აუცილებელია, როგორც წიგნისა „სკკპ(ბ) ისტორიის [მოკლე კურსი]“. ეს წიგნები მარქსიზმ-ლენინიზმის ფუნდამენტური კვლევის განუყოფელი ნაწილია.

ალბანეთის შრომის პარტიის პროლეტარული პრინციპების გამოხატულებაა საკუთარ ძალებზე დაყრდნობის პრინციპი. ეს კომინტერნის (ს-ხ) სექციებზეც ვრცელდება. ეს მთლიანად უნდა გავიზიაროთ და დავნერგოთ — რეალურად, მუდმივად და თანმიმდევრულად!

თითოეული სექციის მოვალეობაა, რომ გამოიყენოს კომინტერნის (ს-ხ) სწორი კურსი თითოეული ქვეყნის განსაკუთრებულ პირობებში და მონაწილეობა მიიღოს მათ შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაში.

სექციის სწორი პოლიტიკური კურსის შესრულება ბოლშევიკური პარტიის საორგანიზაციო სტრუქტურის ერთიანი გეგმაა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეს.

კომინტერნის (ს-ხ) მარქსისტულ-ლენინური პრინციპები, დემოკრატიული ცენტრალიზმის რევოლუციურად გამოყენება — ყოველივე ეს თითოეულ სექციას ერთნაირად შეეხება. საორგანიზაციო სტანდარტებისა და პრინციპების მკაცრი დაცვითა და გამოყენებით სექციები იცავენ საკუთარ თავსა და კომინტერნს (ს-ხ) ბიუროკრატიზმისა და ლიბერალიზმის ნებისმიერი ტენდენციისგან. ამ გზით აირიდებს თავიდან კომინტერნი (ს-ხ) მსოფლიო რევიზიონისტულ პარტიად გადაქცევის საშიშროებას.

სექციები საქმიანობენ დემოკრატიული ცენტრალიზმითა და კოლექტიური ხელმძღვანელობის პრინციპებით, რკინისებურ პროლეტარულ დისციპლინასთან ერთად. ეს უკანასკნელი კი სრულებითაც არაა მეორეხარისხოვანი, მსოფლიო პარტიის მთლიან დისციპლინას ფაქტობრივად მისი სექციები უზრუნველყოფენ. ჩვენი მოდელი ნებისმიერი სტანდარტისა და წესის მიმართ: ალბანეთის შრომის პარტია, სკკპ(ბ) და კომინტერნის ნორმები, რომლებსაც მოქნილად ვიყენებთ, ჩვენი მსოფლიოს პარტიის მშენებლობის სხვადასხვა ფაზის გათვალისწინებით.

ბოლშევიკური კრიტიკა და თვითკრიტიკა ბოლშევიკთა თითოეული პარტიის განვითარების პრინციპია. ეს სამართლიანია კომინტერნთან (ს-ხ) და მის სექციებთან მიმართებაშიც.

სექციებში მხოლოდ საუკეთესო და ყველაზე უფრო საიმედო რევოლუციური ძალებია შეყვანილი. ჩვენი მიზანია პროლეტარული მსოფლიო პარტიის შექმნა, რომელსაც პროლეტარული სექციები გააჩნია, და ეს განსაკუთრებით ჩვენს სოციალურ სტრუქტურას შეეხება!

 

ამხანაგებო!

ჩვენ განუწყვეტლივ ვზრუნავთ კომინტერნისა (ს-ხ) და მისი სექციების სიწმინდეზე. ვებრძვით „მემარცხენე“, „მემარჯვენე“ და „ცენტრისტულ“ ოპორტუნიზმს, ვინაიდან ლიკვიდაციისა და გადაგვარების საშიშროება კომინტერნისა (ს-ხ) და მის სექციების მუდმივი თანამგზავრები იქნებიან. კომინტერნისა (ს-ხ) და მისი სექციების მოვალეობა ისაა, რომ ამ საშიშროებას დაუნდობელი მხილებითა და გამძლეობით უპასუხონ, სადაც და როგორი ფორმითაც არ უნდა გამომჟღავნდეს იგი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ კლასობრივი მტრის ათასგვარ ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. ფრაქციონიზმის, განხეთქილების შემოტანის, ოპორტუნიზმისა და სექტანტობის გამოვლინების ყოველგვარ მცდელობას მხილებითა და პრინციპული ბრძოლით უნდა ვუპასუხოთ. მარქსიზმ-ლენინიზმის ხუთი კლასიკოსის მოძღვრებანი გვასწავლიან, თუ როგორ ვებრძოლოთ წარმატებით მტრის ძირგამომთხრელ საქმიანობას.

სექციების დაარსება არ ხდება იოლად და დაბრკოლებების გარეშე.
თქვენი სექციის დაარსებასთან ერთად იწყება კლასობრივი ბრძოლა!
არ არიან მხოლოდ ახალი კეთილგანწყობილნი, სამაგიეროდ არ არიან ახალი ოპონენტებიც! ამ პრობლემას ურთიერთდახმარებითა და სოლიდარობით უნდა გავუმკლავდეთ. ყოველი ახალი სექციის გაჩენასთან ერთად კომინტერნიც (ს-ხ) გაძლიერდება, და გაძლიერდება მსოფლიო ბურჟუაზიის მხრიდან ზეწოლაც ზოგადად, და თქვენს ქვეყანაში განსაკუთრებით. რევიზიონისტები და ოპორტუნისტები თქვენი სექციიდან დაიწყენებენ და ჩვენც აუცილებლად დაგვესხმებიან თავს, გლობალურ მასშტაბშიც და ნაციონალურ მასშტაბშიც. ჩვენ ამ პრობლემას წარმატებით გავუმკლავდებით, თუკი არ გადავუხვევთ მარქსიზმ-ლენინიზმის 5 კლასიკოსის მოძღვრებებიდან.

კომინტერნი (ს-ხ) მემარჯვენე და მემარცხენე ფუნდამენტურ ოპორტუნიზმთან ბრძოლაში დაიბადა.
ფუნდამენტური ოპორტუნიზმი ბურჟუაზიის იდეოლოგიაა, რომლის მიზანიცაა მუშათა კლასის რევოლუციური ორგანიზაციების ეჭვქვეშ დაყენება — განსაკუთრებით კი ყველაზე ხელსაყრელ პერიოდში ამ პირობების სწორად გამოყენებით. ბურჟუაზიული რევიზიონიზმის იდეოლოგები ეჭვს გამოთქვამენ და ცდილობენ „დაამტკიცონ“, რომ პროლეტარიატის რევოლუციური ორგანიზაციების დაარსება არაა „მიზანშეწონილი“. სინამდვილეში ბურჟუაზიას ორგანიზებული პროლეტარიატისა ეშინია. ბურჟუაზიას შედარებით ადვილად შეუძლია რევოლუციური მუშათა კლასის დამარცხება რომელიმე ცალკე აღებულ ქვეყნაში. თუმცა ეს გავილებით გაუჭირდება, თუკი მუშები თავიანთ მსოფლიო პარტიაში გაერთიანდებიან. სწორედ ესაა ის მიზეზით, რომლის გამოც ბურჟუაზია ჩვენს ციხე-სიმაგრეში შემოღწევს ცდილობს, რათა ეს უკანასკნელი შიგნიდან დაშალოს ან დააზიანოს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ბურჟუაზიას არ შეუძლია ხელშეშლა ჩვენი სექციების დაარსებისთვის. ეს უკვე გამოცდილებით დადგენილი ფაქტია. თქვენი სექციების დაარსება დიდი დარტყმაა საერთაშორისო და ნაციონალურ კონტრრევოლუციაზე, განსაკუთრებით კი მსოფლიო ბურჟუაზიის ღრმა კრიზისის პერიოდში. მტერი წინააღმდეგობას გაგვიწევს, თუმცა ჩვენც ღირსეულ პასუხს გავცემთ. ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მარქსიზმი ყოველთვის ძლიერდებოდა თავის მტრებთან ბრძოლის შედეგად. ცნობილია უამრავი მოსაზრება, რომლებითაც ბურჟუაზიული რევიზიონიზმის იდეოლოგები მსოფლიო პროლეტარიატს აქტიურად აღებინებდნენ ხელს კომინტერნის აღდგენაზე. მაგალითად, მსოფლიოს ბურჟუაზიული რევიზიონისტები კომინტერნს განიხილავენ როგორც ისტორიულად „ამოწურულ“ მოვლენას. მათი ვარაუდით, კომინტერნს არ გააჩნია არსებობის უფლება არც ამჟამად და არც მომავალში. ამის ანალოგიურად, ჩვენი მტრები დაგვცინიან და ცილს სწამებენ კომინტერნისა და მისი სექციების აღდგენას როგორც „სექტას“, როგორც სავარაუდო „სექტანტობასა“ და „დოგმატიზმს“. ამ გზით ისინი ცდილობენ, მუშათა კლასს ჩამოგვაშორონ.
თუმცა მართლაც რომ სექტანტები და დოგმატიკოსები აღმოვჩნდებით, თუკი
უბრალო ასლს გადმოვიღებთ იმ პირობებიდან, რომლებიც ძველი კომინტერნისა და მისი სექციების პერიოდში არსებობდა. რაც შეგვეხება ჩვენ, სტალინელ-ხოჯაისტებს, ჩვენ ღრმად გავაანალიზეთ მიმდინარე გლობალური პირობები და გამოვიმუშავეთ ადექვატური ახალი გლობალური სტრატეგია და ტაქტიკა, ახალი გენერალური ხაზი და პლატფორმა, რომელიც ძველი კომინტერნის ხაზისგან განსხვავდება სხვადასხვა ისტორიულ სიტუაციებში კლასთა ბრძოლის საკითხში. მაგალითად, დღესდღეობით არსებობენ ზოგიერთი სექტანტური და დოგმატური ელემენტები, რომლებიც „მარქსისტულ-ლენინური კომინტერნის“ სასარგებლოდ საუბრობენ. თუმცა ისინი მთლიანად უგულებელყოფენ სტალინურ-ხოჯაისტურ კომინტერნს. ჩვენს პლატფორმაში (2009) მითითებულია:
კომინტერნი სადემარკაციო ხაზს ავლებს ისეთი ოპონენტების წინააღმდეგ, რომელთა მიზანია სტალინიზმ-ხოჯაიზმის განცალკევება ან მთლიანად გამოთიშვა მარქსიზმ-ლენინიზმისგან.“
ყველა, ვინც ცდილობს მარქსიზმ-ლენინიზმის „დაცვას“ სტალინიზმ-ხოჯაიზმისგან, მარქსიზმ-ლენინიზმის 5 კლასიკოსის მტერი, კომინტერნისა (ს-ხ) და მისი სექციების მტერი ხდება.

ამხანაგებო!

და ბოლოს, ციტატა ჩვენი გენერალური ხაზიდან:
„კომინტერნი (მ-ლ) დაარსდა საჭიროებიდან გამომდინარე — იგი არ იდგა მყარად ფეხზე და მოკრძალებულიც იყო, გარდა ამისა, ეს მოხდა მეტად არახელსაყრელ ისტორიულ პერიოდში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაფიქრებდა ჩვენი მარქსისტულ-ლენინური მოძრაობის ბედი და ჩვენი ძველი და საყვარელი კომინტერნის ბედი. სამწუხაროდ, არ არსებობდა კლასიკური რევოლუციური მოძრაობის გაძლიერების იოტისოდენა შანსიც კი, სამაგიეროდ აშკარა იყო მარქსისტულ-ლენინური მსოფლიო მოძრაობის ქრონიკული კრიზისი. მარქსისტულ-ლენინური მსოფლიო მოძრაობა ჯერ კიდევ მეტისმეტად ახალგაზრდა იყო იმისთვის, რომ სიკვდილს შეგებებოდა. ჩვენ წასაგები აღარაფერი გაგვაჩნია, გარდა ჩვენივე ღრმა კრიზისისა — არადა გვაქვს მთელი მსოფლიო, რათა გავიმარჯვოთ კომინტერნის დაარსების მეშვეობით.
ახალი კომინტერნი იმსახურებს ამ შანსს. დაე, იგი ისტორიამ განსაჯოს. ჩვენ გულწრფელად გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც სწორად მიგვაჩნდა, და მზად ვართ პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ ჩვენს რთულ გადაწყვეტილებაზე. მთელი სულითა და გულით ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გენერალური ხაზი ჩვენივე გულწრფელობისა და სერიოზულობის მოკრძალებული დადასტურებაა. ჩვენ ნდობას გამოვუცხადებთ მსოფლიოში არსებული ზოგიერთი ამხანაგის კეთილმოსურნეობასა და მხარდაჭერას. ისინი უნდა დაგვეხმარონ, რათა კომინტერნმა (მ-ლ) მალე გადალახოს პერიოდი, როცა იგი მხოლოდ ის ძალაა, რომელიც საკუთარი თავის დახმარებას ცდილობს“.

ეს კეთილმოსურნეობა და მხარდაჭერა, ამხანაგებო, ამჟამად თქვენი ქვეყნებიდან მოგვდის — და ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიო რევოლუცია ყველაზე უფრო ღრმა მსოფლიო კაპიტალისტური კრიზისიდან იბადება, მაშინ, როცა სექციების შექმნა მართლაც გადაუდებელი საქმეა.

ჩვენ ამით საზეიმოდ ვაცხადებთ, რომ კომინტერნისადმი (ს-ხ) თქვენი ნდობა არასდროს შეირყევა. თქვენი დახმარებით იმ გზას გავუყვებით, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის 5 კლასიკოსის მოძღვრებებმა დაგვისახა.

წარმატებას ვუსურვებთ ამხანაგებს კომინტერნის (ს-ხ) ყველა სექციიდან!

მოდით, შევერთდეთ დიდ მსოფლიო პროლეტარულ ბრძოლაში გასამარჯვებლად!
გაუმარჯოს ლენინისა და სტალინის კომუნისტურ ინტერნაციონალს!
გაუმარჯოს კომუნისტურ ინტერნაციონალს (ს-ხ)!
გაუმარჯოს კომინტერნის (ს-ხ) სექციებს!
გაუმარჯოს მსოფლიო სოციალისტურ რევოლუციას!
გაუმარჯოს მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურას!
გაუმარჯოს მსოფლიო კომუნიზმს!
გაუმარჯოს მარქსს, ენგელსს, ლენინს, სტალინს და ენვერ ხოჯას!

მსოფლიო კომუნისტური მოლოცვით 

კომინტერნი (ს-ხ)

ხელმოწერა
ვოლფგანგ ეგერსი


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

LINKS

საქართველოს სექციის

 

e-m@il საკონტაქტო

 

English

 

на русском языке

 

მთავარი

 

სიახლეები

 

ბიოგრაფია


თხზულებები

 

გალერეა

 

თემატური არქივი

 

მარქსიზმის 5 კლასიკოსი

 

მარქსიზმის ტერმინოლოგია

 

ამხანაგები

 

შემოგვიერთდით!

 

 

 

LINKS

COMINTERN (SH)

შტაბბინაში

არქივი

 

საკონტაქტო

ჩვენს შესახებ

შემოგვიერთდით!

ფორუმი

კითხვები და პასუხები

განყოფილებები

დებულება

პროგრამა

პლატფორმა

 

 

ზარის

ამისთვის განახლებას კომუნისტური საერთაშორისო

ახალი წლის ღამეს, 2000

 


 

 

კომუნისტური ინტერნაციონალის მსოფლიო
რევოლუციური პლატფორმა
(მსოფლიო საპროგრამო განცხადება)
2009 წლის 7 ნოემბერი

 

ორიგინალური გერმანული ვერსია

www.comintern.sh
ქართული თარგმანი კობა კახიძისა

www.joseph-stalin.net


 

ენვერ ხოჯა

- მეხუთე კლასიკური მარქსიზმის-ლენინიზმის და ფონდის კომუნისტური საერთაშორისო

2001


 

გენერალური ხაზი

სტრატეგია და ტაქტიკა მსოფლიო რევოლუცია

2001/2002

გერმანული:

ინგლისური:

პირველი თავი
მეორე თავი

 

 


მანიფესტი საქართველოს ბოლშევიკური მსოფლიოში - პარტიის

2003


 

მსოფლიო მოძრაობასტალინიზმ - ხოჯაიზმი


 

 

წითელი საერთაშორისო შრომის კავშირების

დაფუძნდა 2003


 

 

კომუნისტური ახალგაზრდობის საერთაშორისო


 

 

კომუნისტური ქალთა საერთაშორისო