ქალთა კომუნისტური ინტერნაციონალის

(სტალინურ-ხოჯაისტურის)

 

 

 

 

გაუმარჯოს

ქალთა კომუნისტური ინტერნაციონალის (სტალინურ-ხოჯაისტურის)

მე-9 წლისთავს

ქკი (ს-ხ) 

დამფუძნებელი დეკლარაცია

 

2011 წლის 8 მარტი

 

დღეს ამ დაფუძნებით აღვნიშნავთ ქალთა მე-100 საერთაშორისო დღეს!

პროლეტარული, ინტერნაციონალისტური მებრძოლი სალამი მთელი მსოფლიოს ყველა ექსპლუატირებულ და ჩაგრულ ქალს!

ქალთა ემანსიპაცია შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებულ მსოფლიო ქალთა კოლექტიური მუშაობით!

მსოფლიო პროლეტარიატის ქალები აერთიანებენ ყველა ქვეყნის ქალებს მსოფლიო სოციალისტური რევოლუციისთვის!

ქალთა საერთაშორისო დღეს პროლეტარი ქალები მთელ მსოფლიოში იმაღლებენ ხმას თავიანთი ექსპლუატაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.



ქალთა საერთაშორისო დღის მე-100 წისთავზე პროლეტარი ქალები იწყებენ თავიანთ მსოფლიო-რევოლუციური ბრძოლას მსოფლიო კაპიტალიზმის დასამხობად და მსოფლიო კომუნიზმის ასაშენებლად, შესაბამისად, ქალების საბოლოოდ გასათავისუფლებლად.

პროლეტარი ქალების საერთო მსოფლიო-რევოლუციური ორგანიზაციაა
ქალთა კომუნისტური ინტერნაციონალი (ს-ხ).



1910 წლის 27 აგვისტოს — კლარა ცეტკინის მეთაურობით და მისივე ინიციატივით — კოპენჰაგენში გამართულმა ქალთა საერთაშორისო მეორე კონფერენციამ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, იმ მამაცი ნიუ-იორკელი პროლეტარი ქალების ხსოვნის საპატივსაცემოდ, რომლებიც პოლიციამ დახოცა 1908 წელს — თანაბარი ანაზღაურებისა და 10-საათიანი სამუშაო დღის მოსათხოვნად გამართულ გაფიცვაზე.

1917-1918 წწ. სოციალისტი ქალები ენთუზიაზმით შეხვდნენ ბოლშევიკების ხელმძღვანელობით განხორციელებულ ოქტომბრის რევოლუციას და ლენინის პარტიას შეუერთდნენ. ქალთა სოციალისტური მოძრაობა არ შეიძლებოდა გარდაქმნილიყო ქალთა მსოფლიო კომუნისტურ მოძრაობად ამხანაგ ლენინის მიერ მანამ, სანამ არ შეიქმნებოდა კომუნისტური ხელმძღვანელობის პრინციპები და მიზნები, სანამ არ შეიქმნებოდა ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული მტკიცე გაერთიანება. ქალთა მსოფლიო სოციალისტურ მოძრაობას არ შეეძლო თვითორგანიზება მეორე ინტერნაცინალის არამდგრადი სტრუქტურის პირობებში. სოციალისტი ქალების ზეწოლის შედეგად მეორე ინტერნაციონალის ოპორტუნისტი ლიდერები იძულებული გახდნენ, მხარი დაეჭირათ ქალთა გათავისუფლებისთვის ორგანიზებული ბრძოლისათვის. იმ დროს, როცა მეორე ინტერნაციონალის ლიდერები — მათი „სამშობლოს დაცვის“ იდეით — ღიად გადავიდნენ ბურჟუაზიის მხარეზე 1914 წელს, მეორე ინტერნაციონალის ქალები მხურვალედ მოუწოდებდნენ რევოლუციური ბრძოლისკენ იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ. ბერლინში გამართულ ქალთა მდგომარეობისადმი მიძღვნილ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე სოციალისტმა ქალებმა გამართეს ომის საწინააღმდეგო ქალთა საერთაშორისო შეკრება და მიიღეს რეზოლუცია იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ. ზემოთ ნაჩვენები პლაკატი გაკეთებულია 1914 წელს ბერლინში მსოფლიო ომის საწინააღმდეგო შეხვედრის ჩატარების მიზნით. იგი გამოხატავს და სიმბოლოდ გვევლინება არა მარტო სოციალისტ ქალთა ბრძოლისა იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ.

სოციალისტი ქალები ასევე მოწინავე ხაზზე იბრძოდნენ სოციალიზმის ღალატის წინააღმდეგ, ოპორტუნიზმისა და რევიზიონიზმის წინააღმდეგ. ჩვენთვის, სტალინისტ-ხოჯაისტი ქალებისთვის, დიდი პატივია ის, რომ მაღლა ავწიოთ მსოფლიო ქალთა დღის დროშა ქალთა კომუნისტური ინტერნაციონალის (სტალინურ-ხოჯაისტური) რიგებში და 1914 წლის პლაკატი ჩვენს ემბლემად გადავაქციოთ.

ესაა საფუძველი კომუნისტური ინტერნაციონალისა, რომელიც მსოფლიო-ისტორიული საწყისი წერტილი იყო ქალთა საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობისთვის:

კომუნისტურ ინტერნაციონალს შეუძლია თავისი ამოცანების შესრულება, მსოფლიო პროლეტარიატის საბოლოო გამარჯვების უფრუნველყოფა და კაპიტალისტური სისტემის განადგურება მუშათა კლასის წარმაომადგენელი ქალებისა და მამაკაცების მტკიცედ შეკავშირებული საერთო ბრძოლის შედეგად. პროლეტარიატის დიქტატურა შეიძლება იყოს მხოლოდ ცოცხალი და აქტიური, მისი მიღწევა და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მუშათა კლასის ქალების მონაწილეობით“ 
(
იხ. 1919 წლის 2-19 მარტის ოქმები, ჰამბურგი, 1921).

ქალთა კომუნისტური ინტერნაციონალი (სტალინურ-ხოჯაისტური) ეფუძნება ლენინისა და სტალინის კომუნისტური ინტერნაციონალის ტრადიციებსა და რევოლუციურ ბრძოლას ქალების გასათავისუფლებლად გლობალურ მასშტაბში.

1921 წლის 8 ივლისს კომინტერნმა ერთხმად მიიღო „რეზოლუცია ქალთა შორის კომუნისტური მუშაობის ფორმებისა და მეთოდების შესახებ 

მასში ნათქვამია: 

ამასთან დაკავშირებით, კომუნისტ ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია მოუწოდებს კომუნისტურ პარტიებს ყველგან შესარულონ III ინტერნაციონალის რეზოლუცია და გადაწყვეტილებები, სერიოზულად მიუდგნენ მშრომელ ქალთა ფართო მასების ორგანიზებას რევოლუციური ბრძოლისთვის და რევოლუციური მშენებლობისთვის, მონაწილეობა მიიღონ პროპაგანდასა და აგიტაციაში პროლეტარი ქალებისთვის კომუნისტური იდეების პოპულარიზების და მათი კომუნისტურ პარტიაში მოზიდვის მიზნით, რითაც გაღრმავდება და განვითარდება მათი ნება და უნარი მოქმედებისა და ბრძოლისათვის“.

…..

III ინტერნაციონალში გაერთიანებულმა ყოველმა პარტიამ უნდა შექმნას თავიანთ პარტიულ კომიტეტებთან არსებული სექციები ქალებთან მუშაობის მიზნით, ამ სექციებს კომიტეტების წევრებმა უნდა უხელმძღვანელონ. ქალებთან მომუშავე განყოფილებები არაა კომუნისტურ პარტიებში არსებული სპეციალური ორგანიზაციები; მათ გააჩნიათ სპეციფიკური როლი — გაუკეთონ მობილიზება და ასწავლონ მშრომელ ქალთა ყველაზე უფრო ფართო მასებს ბრძოლა პროლეტარიატის დიქტატურისთვის და კომუნისტური საზოგადოებისთვის. ქალებთან მომუშავე განყოფილებები თავიან მუშაობას აწარმოებენ პარტიის ხელმძღვანელობით, თუმცა მათი მუშაობის ფორმები და მეთოდები უნდა იყოს საკმარისად მოქნილი იმისათვის, რომ ადაპტაცია განიცადონ ოჯახში და საზოგადოებაში ქალთა მდგომარეობის თავისებურებებთან. ამ განყოფილებების მუშაობა დაწვრილებითაა აღწერილი კონფერენციის მიერ მიღებულ თეზისებში.

ქალებთან მომუშავე განყოფილებებმა ყოველთვის უნდა გაიცნობიერონ თავიანთი ორმაგი ამოცანა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

  1. დანერგოს პროლეტარ ქალთა მასებში კლასობრივი შეგნების მაღალი დონე და მტკიცე გადაწყვეტილება იმისა, რომ მიიღონ მონაწილეობა კლასობრივ რევოლუციურ ბრძოლაში, ყველა დამცირებულთა და დაჩაგრულთა ბრძოლაში ბურჟუაზიის წინააღმდეგ და კომუნიზმის ასაშენებლად;



  1. პროლეტარული რევოლუციის გამარჯვების შემდეგ შეგნებულად და თავდადებულად ჩართონ ისინი კომუნისტური საზოგადოების ასაშენებელ ერთობლივ მუშაობაში;

    ქალებთან მუშაობისთვის შექმნილ განყოფილებებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი სამუშაო მოიცავს არა მარტო ზეპირ და წერილობით აგიტაციასა და პროპაგანდას. მათი მთავარი საზრუნავია აგიტაციის ჩატარება მოქმედების — მათ ხელში მყოფი ყველაზე ეფექტური მეთოდის — მეშვეობით, და ყველა კაპიტალისტურ ქვეყანაში წაახალისონ მშრომელი ქალები, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ რევოლუციური პროლეტარიატის ყველა მოქმედებასა და ბრძოლაში, ქუჩის დემონსტრაციებსა და შეიარაღებულ აჯანყებებში, მაშინ როცა საბჭოთა ქვეყნებში მშრომელი ქალები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ კომუნისტური მშენებლობის ყველა სფეროში“.

ქკი (ს-ხ) არაა „ქალთა კომუნისტური ინტერნაციონალი“, რომელიც უპირისპირდება კომინტერნს (ს-ხ) როგორც „მამაკაცთა კომუნისტურ ინტურნაციონალს“.

ქკი (ს-ხ) არაა სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც ქალებს მსოფლიო პროლეტარიატისგან აცალკევებს. პირიქით, ესაა ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქალებს, რათა ისინი შეუერთდნენ საერთაშორისო პროლეტარიატის გიგანტური არმიის რევოლუციურ ბრძოლას. კომინტერნი (ს-ხ) ხელს უწყობს მსოფლიოში კომუნისტი ქალების თვითორგანიზებას ზუსტად ისევე, როგორც თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კომუნისტური პარტიები უზრუნველყოფენ საკუთარი ქალთა სექციების მხარდაჭერას.

აქედან გამომდინარე, ქკი (ს-ხ) კომინტერნის (ს-ხ) განუყოფელი და თვითორგანიზებადი ნაწილია.

სიტყვითაც და საქმითაც ქკი (ს-ხ) პირდაპრი მონაწილეობს კომინტერნის (ს-ხ) მუშაობაში (მაგ., კლარა ცეტკინი — კომუნისტ ქალთა ლიდერი — არჩეული იყო კომუნისტური ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად).

ქკი (ს-ხ) თანამშრომლობს თითოეული ქვეყნის კომუნისტური პარტიის ქალთა სექციებთან.

გარდა ამისა, ქკი (ს-ხ) აწვდის ინსტრუქტაჟს ყველა მასობრივ ორგანიზაციას ყველა სახითხზე, რომლებიც ეხება ქალებს, მაგალითად, პროფკავშირების ქალთა ინტერნაციონალის ფარგლებში.

ამ მტკიცე საორგანიზაციო და გლობალურ ბაზისზე მთელი მსოფლიოს ქალები გამოხატავენ პროლეტარული ინტერნაციონალიზმის თავიანთ გაგებას და მთელ თავიანთ ძალისხმევას მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის მხარდაჭერისკენ და, აქედან გამომდინარე, თავიანთი გათავისუფლებისკენ მიმართავენ.

ქკი (ს-ხ) თავის მოვალეობებს შეასრულებს მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურის პირობებში და თავის ღირებულ წვლილს შეიტანს მსოფლიო სოციალიზმის განვითარებაში.

ქკი-ის (ს-ხ) როლი ამოწურულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება მსოფლიო უკლასო საზოგადოების აშენების მიზანი, და მხოლოდ მას შემდეგ გახდება ქალი ჭეშმარიტად და საბოლოოდ თავისუფალი.




გლობალურ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული
ქკი-ის (ს-ხ) 5 ძირითადი პრინციპი:

 

1.

სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობაში მამაკაცები და ქალები მთელ მსოფლიოში თანასწორნი არიან.

ნებისმიერი დისკრიმინაცია ან პრივილეგია სქესის მიხედვით ეწინააღმდეგება მამაკაცებისა და ქალების თანასწორობას.



2.

თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის — მთელ მსოფლიოში — გამონაკლისების გარეშე.

ნებისმიერი დისკრიმინაცია ან ნებისმიერი გენდერული პრივილეგია სამუშაო ადგილზე, იმისგან დამოუკიდებლად, ეკუთვნიან ისინი წარმოების თუ მომსახურების სფეროებს და ა.შ., … საზოგადოების მთელ ეკონომიკურ ცხოვრებაში — მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის პრინციპი რეალურია და გამოიყენება mutatis mutandis.



3.

ქალთა დაქირავებული შრომის გლობალური ეკონომიკური ჩაგვრა მსოფლიო კაპიტალის მიერ — სწორედ ესაა სოციალური ტანჯვის ფორმათა უმეტესობის, ფიზიკური და ფსიქიკური ექსპლუატაციისა და მშრომელი ქალების პოლიტიკური ჩაგვრის მიზეზი მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, მშრომელი ქალების ეკონომიკური გათავისუფლება მნიშვნელოვანი საფუძველია პოლიტიკური მოძრაობისა მშრომელი ქალების გასათავისუფლებლად. საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრების მოსპობის გარეშე შეუძლებელია ქალთა დაქირავებული მონობის მოსპობა, დაქირავებული მონობის მოსპობის გარეშე კი შეუძლებელია ქალთა მსოფლიო პროლეტარიატის სოციალური და პოლიტიკური გათავისუფლება.



4.

აუცილებელია, რომ ვებრძოლოთ და გადავლახოთ გენდერული მონობა, წინააღმდეგობა და კონკურენცია „მამაკაცსა“ და „ქალს“ შორის, მამაკაცისა და ქალის გაყოფა მსოფლიო შრომის ბაზარზე, — გლობალურ ხელფასსა და კაპიტალს შორის არსებული წინააღმდეგობის გარდაუვლობის მთლიანად მოსპობის გზით.

მამაკაცი“ და „ქალი“ ერთი და იგივე პროლეტურულ კლასს მიეკუთვნებიან და ერთად ქმნიან მსოფლიო პროლეტარიატის არმიას მსოფლიო ბურჟუაზიის წინააღმდეგ. ამის გამო ჩვენ ვიბრძვით მამაკაცებისა და ქალების პროლეტარული ერთიანობისთვის, მათი ურთიერთსოლიდარობისთვის და ურთიერთდახმარებისთვის მათ მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კლასობრივ ბრძოლაში კაპიტალისტების წინააღმდეგ. პროლეტარიატის გამარჯვება ეფუძნება პროლეტარ ქალთა და მამაკაცთა ერთობლიობას. ცალ-ცალკე არც პროლეტარ ქალებს და არც პროლეტარ მამაკაცებს არ შეუძლიათ თავიანთი ინიციატივით კაპიტალისტური დაქირავებული მონობისა და გენდერული მონობის მოსპობა.

კომუნიზმის საკითხი საერთო საკითხია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.



5.

კაპიტალისტური ქვეყნების მიერ მსოფლიო პროლეტარიატის დათიშვა, პროლეტარი მამაკაცებისა და ქალების დათიშვა ნაციონალური საზღვრებით, ნაციონალური შოვინიზმით, რასიზმითა და ა.შ. უნდა გადაილახოს ისევე, როგორც ქალთმოძულე მსოფლიო-იმპერიალისტური კოსმოპოლიტიზმი.

ქკი-მა (ს-ხ) ყურადღება უნდა გაამახვილოს ემიგრანტ მშრომელ ქალებზე, ვინაიდან ისინი ყველაზე უფრო მეტად განიცდიან შევიწროებას ემიგრანტ მამაკაცებთან შედარებით, მეტიც, ადგილობრივ პროლეტარიატთან შედარებით. პროლეტარული ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ემიგრანტი პროლეტარები და ადგილობრივი პროლეტარები უნდა გაერთიანდნენ განხეთქილების გადასალახავად.

ემიგრანტ ქალების თანასწორუფლებიანობისთვის!

ქალთა ემანსიპაცია — ეს არაა ლოკალური ან ნაციონალური პრობლემა, იგი საერთაშორისო პრობლემაა, რის გამოც ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიო სოციალისტური რევოლუციით.

პროლეტარებო ყველა ქვეყნისა — შეერთდით!

მსოფლიო პროლეტარიატო — გააერთიანე ყველა ქვეყანა!

კომინტერნის (ს-ხ) ეს ორი ლოზუნგი ურთიერთდაკავშირებულია, გარდა ამისა, ისინი აქტუალურია გლობალურ ბრძოლაში ქალების გასათავისუფლებლად.

ქალთა და მამაკაცთა ექსპლუატაცია ქალთა და მამაკაცთა მხრიდან არ შეიძლება მოისპოს მსოფლიო კომუნიზმის ეპოქამდე. სრული თანასწორობა მამაკაცთა და ქალთა შორის შეიძლება მიიღწეს მხოლოდ მსოფლიო კომუნიზმის პირობებში.

ისევე როგორც თანასწორობა ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას, ქალაქსა და სოფელს შორის და ა.შ., თანასწოობა მამაკაცთა და ქალთა შორის სრულად ჯერ კიდევ ვერ ხორციელდება მსოფლიო სოციალიზმის პერიოდში.

თუმცა მსოფლიო სოციალიზმი აუცილებელი გარდამავალი პერიოდია ქალთა გამათავისუფლებელი ბრძოლისგან ჩაგვრისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ კაპიტალისტური კლასობრივი საზოგადოების ტრანსფორმაციის პერიოდში მსოფლიო კომუნიზმის უკლასო საზოგადოებად.

ბრძოლა ქალთა გათავისუფლებისათვის — ბურჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული „ფემინისტური მოძრაობისგან“ განსხვავებით — მსოფლიო პროლეტარული მოძრაობის განუყოფელი ნაწილია. პროლეტარული კლასობრივი ბრძოლა და ბრძოლა ქალების გასათავისუფლებლად განუყოფელ კავშირშია ბრძოლასთან მსოფლიო სოციალისტური რევოლუციისთვის, ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლასთან, ანტიიმპერიალისტურ ბრძოლასთან და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ყოველდღიურ ბრძოლასთანაც კი, ნებისმიერი ფორმის კლასობრივ ბრძოლასთან — ბრძოლა ქალთა გათავისუფლებისთვის ყოველთვის მისი განუყოფელი ნაწილია.

რეფორმიზმის გზა ბურჟუაზიული ილუზიაა. „ქალთა საკითხი“ წყდება მხოლოდ ძალისმიერი გზით. ქალთა საკითხის გადაწყვეტა შემადგენელი ნაწილია მთელი სოციალური საკითხის გადაწყვეტისა, იგი ემორჩილება და ემსახურება მსოფლიო სოციალისტურ რევოლუციას. მასში ცვლილებების შეტანის საკითხი ემორჩილება რევოლუციის საკითხს.

ქალთა მსოფლიო რევოლუციური მოძრაობა ავითარებს კლასობრივი ბრძოლის თავის დამახასიათებელ ფორმებს და წარმოადგენს ბერკეტს მსოფლიო კაპიტალიზმის დასამხობად, მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის გასამარჯვებლად და მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურის დასამყარებლად.

მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ პირობებში, როდესაც მსოფლიო პროლეტარიატის ხელძმღვანელობაში დაცული იქნება ქალთა თანასწორუფლებიანობა.

მსოფლიო სოციალიზმის ეპოქაში მამაკაცები და ქალები მთლიანად გაინაწილებენ მთელი მსოფლიოს კლასობრივი ჰეგემონიის როლს.

პროლეტარიატის მსოფლიო ჰეგემონია ეფუძნება პროლეტარ მამაკაცთა და ქალთა ერთობასა და სოლიდარობას, თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს.

პროლეტარიატის მსოფლიო დიქტატურის დამყარება, გამტკიცება და დაცვა ხდება როგორც პროლეტარი ქალების, ასევე პროლეტარი მამაკაცების მიერ.

1871 წლის პარიზის კომუნის ქალები, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის ქალები რუსეთში, სოციალისტი ქალები საბჭოთა კავშირსა და ალბანეთში — ყველა მათგანმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო და დიადი წვლილი შეიტანა მთელ მსოფლიოში ქალების გათავისუფლებაში. მათ მიაღწიეს მსოფლიო-ისტორიულ თანასწორობას მამაკაცებთან პროლეტარიატის დიქტატურის მეშვეობით.

ამ მტკიცე საფუძველზე მსოფლიო პროლეტარიატი მიაღწევს ადამიანებს შორის თანასწორობას მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურის მეშვეობით — გლობალურ მასშტაბში.

ჩვენი მსოფლიო-ბოლშევიკურ მუშაობა ემყარება იმ სოციალისტური ქვეყნების გამოცდილებას, რომლებშიც არსებობდა პროლეტარიატის დიქტატურა, ლენინისა და სტალინის საბჭოთა კავშირის გამოცდილებას და ენვერ ხოჯას ალბანეთის გამოცდილებას. იქ მამაკაცებისა და ქალების თანასწორობა გამტკიცებული იყო არა მარტო კონსტიტუციაში, არამედ შექმნილი იყო ყველა პირობა და ტარდებოდა ღონისძიებები ქალების გასავითარებლად ყველა სფეროში, გარანტირებული იყო დედისა და ბავშვის ყოვლისმომცველი სოციალური უზრუნველყოფა.

კაპიტალიზმის აღდგენის გამო მოისპო სოციალისტ ქალთა დიადი მიღწევები, თუმცა ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. სტალინისტ-ხოჯაისტმა ქალებმა ყოველთვის უნდა იზრუნონ გათავისუფლებული სოციალისტი ქალების ამ ისტორიული მიღწევებისა და თავიანთ ქვეყნებში სოციალიზმის ისტორიაში შეტანილი მათი გმირული როლის გასავრცელებლად. მსოფლიო სოციალიზმის ეპოქაში ჩვენ სულ უფრო და უფრო ზემოთ ავწევთ ქალთა მიღწევების დროშას მსოფლიო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

აუცილებელია რევიზიონიზმთან და ნეო-რევიზიონიზმთან ბრძოლა მათი ყველა ნაირსახეობისა და ელფერის ჩათვლით.

ჩვენ ვიბრძვით ბურჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული ქალთა პოლიტიკის წინააღმდეგ — თვით ბურჟუაზიულ და წვრილბურჟუაზიულ ქალთა ორგანიზაციებშიც კი, როგორც ამას ლენინი გვეუბნებოდა. ჩვენ ვებრძვით რეფორმისტებს, რევიზიონისტებს, ანარქისტებს, სინდიკალისტებს, ტროცკისტებს, მაიოსტებსა და ყველა ჯურის ვითომ „კომუნისტს“, რომლებსაც უყვართ ჩვენი — კომუნისტი ქალების — შეცდომაში შეყვანა, მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის გზიდან გადაცდენა. თუმცა ეს სექტანტობას არ ნიშნავს. ბოლშევიზაციის სტალინისეული 12 წესის გათვალისწინებით ჩვენ არ ვუარყოფთ ერთობლივ მოქმედებებს კლასობრივ ელემენტებთან, თუ ეს სასარგებლო იქნება ჩვენი მიზნებისა და ამოცანებისთვის.

ქკი-ის (ს-ხ) მსოფლიო რევოლუციური გენდერული პოლიტიკის საფუძველი მარქსიზმ-ლენინიზმის 5 კლასიკოსის მოძღვრებაა.

ჩვენ ვიბრძვით ქალთა მსოფლიო პროლეტარიატის ერთიანობისთვის, განათლებისთვის და ორგანიზებულობისთვის მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის წითელი დროშით!


გაუმარჯოს

ქალთა კომუნისტურ ინტერნაციონალს

(სტალინურ-ხოჯაისტურს)


 

 

 

CHINESE