სტალინის ძეგლი მუზეუმის შესასვლელთან - Statue of Stalin in front of the Museum

ქალაქ გორში მდებარეობს გამოჩენილი პიროვნების ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც თავმოყრილია უნიკალური ექსპონატები: მემორიალური ნივთები, საჩუქრები, ფერწერული ტილოები, ფოტო-კინო დოკუმენტები და სხვა. აქვე დაცულია იმ ეპოქასთან დაკავშირებული უნიკალური ისტორიული მასალა, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ი.ბ. სტალინი.

ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი, ორსართულიანი საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი.

ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის საერთო ფართობია 3529.7 კვ/მ, მუზეუმის ფონდში ამჟამად 47045 ნივთიერი ექსპონატი, დოკუმენტი, მხატვრული ტილო და 12756 დამხმარე და სამუზეუმო მასალაა დაცული.

დიდი ორსართულიანი საექსპოზიციო შენობა კოშკით (პროექტის ავტორია არქიტექტორი არჩილ გრიგოლის ძე ქურდიანი) ამოქმედდა 1957 წლის ოქტომბერში. მუზეუმის შენობა მოპირკეთებულია ეკლარის ქვით და თეთრი მარმარილოს პერანგით, შთამბეჭდავია ჩუქურთმები, ორნამენტებით შემკული სვეტები და წითელი მარმარილოს ვესტიბიული. ი.ბ. სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ სტაციონარულ ექსპოზიციას მუზეუმის 6 დარბაზი უკავია.

პირველი დარბაზი ი.ბ. სტალინის ბიოგრაფიის პირველი პერიოდის წლებით იწყება. დამთვალიერებელი აქ ნახავს ი.ბ. სტალინის მშობლების ფოტო-სურათებს, გაზეთ ივერიასა და კვალში დაბეჭდილ ნორჩი სოსელოს (ი.ბ. სტალინის) ლექსებს, საქართველოში რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენელთა სურათებს, სტატიებს გაზეთიდან ბრძოლა. ი.ბ. სტალინის მიერ დაწერილ პროკლამაციებს, ი.ბ. სტალინის იმ დროინდელ შრომებს (მარქსიზმი და ეროვნული საკითხი, პასუხად სოციალ-დემოკრატს, შეიარაღებული აჯანყება და ჩვენი ტაქტიკა, ანარქიზმი თუ სოციალიზმი და სხვა).

აქვეა ექსპონირებული ი.ბ. სტალინის რევოლუციური ბრძოლის ამსახველი დოკუმენტები ბაქოსა და პეტერბურგში, ი.ბ. სტალინის დაპატიმრებათა, გადასახლებათა და გამოქცევათა სქემატური რუკა (1902-1917წწ). შემდეგ სტალინი წარმოგვიდგება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებისა და გამარჯვებისათვის ბრძოლის ხელმძღვანელთა შორის, პირველ საბჭოთა მთავრობაში სამოქალაქო ომის ფრონტებზე. აქვეა ექსპონირებული გაზეთ პრავდისა 1922 წლის 4 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული ცნობა ი.ბ. სტალინის რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად არჩევის შესახებ.

მეორე დარბაზში 1925-1940წწ საბჭოთა ქვეყნის ისტორიის პერიოდია ასახული. აქ ისტორიული მოვლენების ფონზე ნაჩვენებია ი.ბ. სტალინის ხელმძღვანელობით ბოლშევიკური პარტიის ბრძოლა ქვეყნის განვითარებისათვის, პარტიული ოპოზიციის: ტროცკის, ბუხარინის,ზინოვიევის,კამენევის და სხვების წინააღმდეგ და ა. შ.

ამავე დარბაზის ვიტრინებში გამოფენილია იმ საჩუქრების მცირე ნაწილი, რომლებიც ი.ბ. სტალინს მისი დაბადების 70-ე წლისთავზე მიუძღვნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მესამე დარბაზში გამოფენილია ი.ბ. სტალინის 1941 წლის 6 ნოემბრის ოქტომბრის რევოლუციის 24 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე გამოსვლის ტექსტი, 1941 წლის 7 ნოემბრის ლეგენდარული პარადის ამსახველი ფოტო-დოკუმენტები.

განსაკუთრებული კუთხე აქვს დათმობილი თეირანის, იალტის, და პოტსდამის კონფერენციების მასალებს, აქვეა ი.ბ. სტალინის წიგნი საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის შესახებ, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ი.ბ. სტალინისათვის უმაღლესი სამხედრო წოდების-გენერალისიმუსის მინიჭების შესახებ, ი.ბ. სტალინის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო რეტუშის გარეშე.

ამავე დარბაზის ცალკე კუთხე აქვს დათმობილი ი.ბ. სტალინის პირად ცხოვრებას, სადაც გამოფენილია ფოტო-დოკუმენტურ მასალა, მიმოწერა ოჯახის წევრებთან და სხვა საინტერესო ინფორმაცია. აქვეა ი.ბ. სტალინის უფროსი ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის ცხოვრებისა და 1943 წელს ფაშისტთა ტყვეობაში გმირულად დაღუპვის ამსახველი დოკუმენტური მასალა.

მეოთხე დარბაზში მარმარილოს სვეტებს შორის თვალსაჩინო ადგილას მოთავსებულია ი.ბ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღებული ნიღაბი. ნიღაბი 1953 წლის 6 მარტს დილის 4 საათზე აუღია ცნობილ მოქანდაკეს მ. მანიზერს. ი.ბ. სტალინის ნიღაბის მოპირდაპირე კედელზე მოთავსებულია საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის უჩა ჯაფარიძის მხატვრული ტილო ი.ბ. სტალინი კუბოში.

მუზეუმის მეხუთე საგამოფენო დარბაზი მთლიანად დათმობილი აქვს ი.ბ. სტალინის მემორიალურ ნივთებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებულ საჩუქრებს.

მხატრული ტილოების გალერეას წარმოადგენს მეექვსე საექსპოზიციო დარბაზი, სადაც გამოფენილია გამოჩენილი მხატვრების დ. ვოლგინის, ვ.სეროვის, ი. შტენბერგის, უ. ჯაფარიძის, ი. ვეფხვაძის, დ. მაისაშვილი, ვ. ბაგრატიონის, მ. ლიუბინოვის, კ. ხუციშვილის, დ. გაბიტაშვილის, ა. გიგოლაშვილის, დ. ნალბანდიანის, კ. ანტიპოვის, ა. ქუთათელაძის და სხვათა ნამუშევრები.ამავე დარბაზში განთავსებულია ი.ბ. სტალინის სამუშაო კაბინეტი.

__________
A great two-storey exhibition building with a tower (an author of a project is an architect Archil Kurdiani) was set in motion in October, 1957. The building of the Museum is decorated with Eklar stone and white marble, impessive carvings and columns with Georgian ornaments. A vestibule of is faced with a red marble. Museum`s stationary exhibit takes 6 halls describing life and social work of J.Stalin.

The first hall expreses the first period of his biography. Here visitors can see photoes of J.Stalin`s parents, poetries of young Soselo published in the newspapers “Iveria” and “Kvali”, photoes of the representatives of revolutionary movement in Georgia, articles from the newspaper “Struggle”, proclamations written by J.Stalin, J.Stalin`s works, (“Marxism and the Problem of Nationalalities”, “Response To Social-Democrat”, “Armed Rebellion and Our Tactic”, “Anarchism or Socialism” etc.).

Here are also documents exhibited describing J.Stalin`s revolutionary fight in Baku and Petersburg. J.Stalin`s arrests, exiles and escapes presented on the schematic map(1902-1917). Further J.Stalin appears in front of us as one of the leaders of the preparation of the Great October Socialist Revolution, as a member of the first Soviet Government, as a participant of the Civil War. Here is exhibited a notification as J.Stalin was elected Secretary General of the Central Committee of RCP (B), published in the newspaper “Pravda” on April 4, 1922.

The second hall describes a period of history of the Soviet country in 1925-1940. Against a background of historical events is shown a fight of Bolshevik Party for developing the country, against oppositional parties: against Trotzky, Bukharin, Zinoviev, Kamenev etc.

In the show-cases of the same hall there are exhibited a very small part of those presents, which were dedicated to J.Stalin for his 70th anniversary from different countries of the world.

In the third hall there is a text exhibited, J.Stalin`s speech at the grand meeting dedicated to the 24th anniversary of the Great October Socialist Revolution on November 6, 1941.

At the very special place there is a stuff of conferences held in Teheran, Yalta and Potsdam, also there is a book by J.Stalin “About the Great Patriotic War of the Soviet Union”, an order of the Presidium of the Supreme Soviet of the Union of the Soviet Socialist Republics as J.Stalin was conferred the supreme military rank of Generalissimo, J.Stalin`s one of the latest photo without a retouching.

The separate corner of the same hall presents J.Stalin`s personal life, there is a stuff of photo-documents exhibited, correspondences (letters) to his family members written by J.Stalin and other interesting information. And there is a documental stuff of life of his son Jacob Dzugashvili and his heroic death during his being in fascist captivity.

In the fourth hall a mask of J.Stalin taken after his death is placed between marble columns. The mask was taken by a famous sculptor M. Manizer in 1953. On the opposite wall of J.Stalin`s mask is placed a canvas “J.Stalin in the Coffin”, painted by a People`s Artist of the Soviet Union Ucha Dzaparidze.

The fifth exhibition hall of the Museum is for J.Stalin`s memorial things and for the presents received from different countries of the world.

A Galery of canvases is presented in the sixth exhibition hall, where works of famous artists are collected, such as: D. Volgin, V. Serov, I. Shtenberg, U, Dzaparidze, I. Vepkhvadze, D. Maisashvili, V. Bagrationi, M. Ljubimov, K. Khutsishvili, D. Gabitashvili, A. Gigolashvili, D. Nalbandiani, K. Antipov, A. Kutateladze and others. In this same hall there is a working office of J.Stalin in Kremlin.